მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყირგიზეთში დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს.

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ვიმყოფებოდე ყირგიზეთის რესპუბლიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები, როგორც აღინიშნა, ეს არის უმაღლესი დონის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ვიზიტი არის ისტორიული.

იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენს გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ასევე შევეხეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხს. აღსანიშნავია, რომ ხელი მოეწერა ჩემი და ყირგიზეთის პრეზიდენტის, ერთობლივ განცხადებას, ორმხრივ დოკუმენტებს, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის სამომავლოდ.

მინდა, ჩვენს მეგობრებს მადლობა გადავუხადო უმაღლეს დონეზე გულთბილი მასპინძლობისთვის.

წელს ყირგიზეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს და მსურს, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ბატონო პრეზიდენტო, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ყირგიზ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

აქვე ვისარგებლებ შემთხევვით და გამოვხატავ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უპირობო და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის.

არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ამას აქვს ძალიან მყარი საფუძველი იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საქართველო- ყირგიზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები.

ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობასე მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა