მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

არც ახლა და არც წინასაარჩევნო პერიოდში არცერთი ოპოზიციონერი კოლეგისგან მათ მიერ შემუშავებული კონკრეტული ინიციატივა „სწორი“ ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არ მოგვისმენია - ნიკოლოზ კახეთელიძე

news image

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტისა და მერიის ურბანულ პოლიტიკას კრიტიკულად აფასებენ.

როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, იგი მზად არის კომისიის ფორმატში ნებისმიერ დროს მოუსმინოს ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ოპოზიციონერი კოლეგებისგან ხშირად გვესმის შეფასება, რომ ქალაქში „არასწორი ურბანული პოლიტიკა“ ხორციელდება. მზად ვარ, კომისიის ფორმატში დაგითმოთ დრო და მოვისმინო თქვენი ხედვები და არგუმენტები, თუ რას მიიჩნევთ „სწორ“ ურბანულ პოლიტიკად. არც ახლა და არც წინასაარჩევნო პერიოდში არცერთი ოპოზიციონერი კოლეგისგან მის მიერ შემუშავებული კონკრეტული ინიციატივა ამ „სწორი“ ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არ მოგვისმენია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე არასერიოზულ შეთავაზებას.

ურბანული პოლიტიკა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, ჩამოყალიბებულია ცნობილი ავტორიტეტული კომპანიებისა და საერთაშორისო კვლევების საფუძველზე. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვართ კომისიის ფორმატში დაგითმოთ დრო და დამატებითი განმარტებები გაგიზიაროთ“, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა

24.04.2026.17:57

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესს და 2028 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია და პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ბაკი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა