ასეთი მარტივი ტყუილებით ატყუებენ შემდეგ შიგნით თუ გარეთ ადამიანებს - შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე
გუშინ, „მთავარ არხზე“, ნიკა მელია ძალიან გახარებული ავრცელებდა სასულეებს. აქ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ, ცოდნა არ ჰყოფნის ამ ადამიანს, რომ ისაუბროს, თორემ, ისეთ ტყუილს რატომ იტყოდა, რომელიც 5 წამში შეგიძლია ადამიანმა ამხილო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა.
მისი განმარტებით, მელია აღნიშნავდა, რომ გადასატანი ყუთებით მოხდა მანიპულაცია, თუმცა, ვერ ახსნა რაში მდგომარეობდა მანიპულაცია, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციის მომხრეები ასეთ მარტივ ტყუილებს ადვილად იჯერებენ. პაპუაშვილის თქმით კი, სტატისტიკის თანახმად, გადასატანი ყუთებით ხმა 2021 წელს 74 ათასმა ადამიანმა მისცა, უფრო მეტმა, ვიდრე 2024 წელს.
"ის ამბობდა, რომ გადასატანი ყუთებით მოხდა მანიპულაცია, რომ საქართველოში 64 000 მოქალაქე როგორ შეიძლება ცუდად ყოფილიყოო და მიაწერეს საკუთარი ამომრჩევლებიო, რატომ უნდა მიაწერო, როდესაც ამომრჩეველს შეუძლია უბანზე მივიდეს და იქ მისცეს ხმა, მოკლედ, ნორმალურად ვერც ხსნიდა. და მათ შორის, წალენჯიხაში, 700 ადამიანი იყოო და წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი მიაწერეს ამ ყველაფერსო. ხომ მარტივი სტატისტიკაა, 2024 წელს, 64 000 მოქალაქე იყო ნამდვილად, ეს რიცხვი კი სწორად ჰქონდა, მაგრამ დანარჩენი ცოდნისთვის მას როგორც ჩანს არ ეყო სათანადო - არ ვიცი რა შეიძლება ჰქონოდა. 2021 წელს თუ შევხედავთ, იყო 74 000 ადამიანი უფრო მეტი და კიდევ უფრო მეტი იყო 2020 წელს გადასატან ყუთებზე რეგისტრირებული მოქალაქეები. ასეთი აბსურდია და მაინცდამაინც, თუ საქართველოს დიდ მასშტაბებს ვერ თვლის და ვერ სწვდება ბატონი მელიას კალკულატორი, წალენჯიხაზე რომ საუბრობდა, იმასთან დაკავშირებითაც გეტყვით, 696 იყო წელს რეგისტრირებული გადასატან ყუთზე, 2021-ში 778 - აი, საოცრება, უფრო მეტი ყოფილა ადგილობრივ არჩევნებზე და 682 ყოფილა 2020 წელს. ასეთი მარტივი ტყუილებით ატყუებენ შემდეგ შიგნით თუ გარეთ ადამიანებს და მათი პოლიტიკური მომხრეები, შემდეგ ძალიან ადვილად იტაცებენ ასეთი სახის დეზინფორმაციებს." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.