მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის, ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ - ილჰამ ალიევი

news image
mbc image

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქოს სურს, რომ ელექტროენერგია ევროპულ ბაზრებს მიაწოდოს და დღეს ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის.

როგორც ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, აზერბაიჯანი ევროპას ნავთობსა და გაზს უკვე აწვდის, შესაბამისად ბაქოს ელექტროენერგიის მიწოდების სურვილიც აქვს.

„ჩვენს რეგიონში არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსებით ისე სრულად იყოს უზრუნველყოფილი, როგორც აზერბაიჯანი, იქნება ეს ნავთობი და გაზი თუ ელექტროენერგია. მეზობელ ქვეყნებში ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებით, ამავდროულად, ევროპულ ბაზარზეც მივიღებთ წვდომას.

ჩვენ უკვე მივაწოდეთ ევროპას ნავთობი და გაზი, თუმცა გვინდა, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მივაწოდოთ.

დღეს ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით, შემდეგ კი ევროპისკენ მიდის. ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზად არის. თუმცა მეორე ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა ჩვენს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა ალიევმა.

ალიევის განცხადებით, დღეს აზერბაიჯანის ელექტროსისტემა საქართველოს, ირანის და რუსეთის ელექტროსისტემებთან არის დაკავშირებული, თუმცა ის მოისურვებდა, რომ მომავალში ასეთი კავშირი სომხეთთანაც იყოს დამყარებული.

„დღეს ჩვენი ელექტროენერგეტიკული ქსელი დაკავშირებულია რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთან, ხოლო საქართველოს გავლით - თურქეთთანაც. შესაბამისად, სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე, იქიდან კი თურქეთსა და ევროპამდე მიმავალი ენერგეტიკული დერეფანი კრიზისის შემთხვევაში სომხეთის ენერგოსისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფასაც შეუწყობს ხელს. ამიტომ, რაც უფრო მალე განვახორციელებთ ამ პროექტს, მით უკეთესი იქნება.

ბუნებრივია, როგორც თქვენ ძალიან კარგად იცით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ქალბაჯარის მთებში, 3 500 მეტრის სიმაღლეზე, თოვლშიც კი ვდგამდით ელექტროგადამცემი ხაზების ანძებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ, მას ექვს თვეზე მეტი არ დასჭირდება.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თავად სომხეთმა უნდა გააკეთოს. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა დაზუსტდეს. ეს ზანგეზურის დერეფნის, TRIPP-ის, განუყოფელი ნაწილი იქნება. რადგან ეს პროექტი მხოლოდ რკინიგზას ან ავტომაგისტრალს არ გულისხმობს. აქ შეიძლება გაიაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანმა კაბელებმა, ელექტროგადამცემმა ხაზებმა და, მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის მილსადენებმაც“, - თქვა მან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა