მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას l პრემიერი

news image
mbc image

აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს მივუდექით არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ეს იყო მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებზე, ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, თანაბრადაა გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები, ეს ეხება როგორც გაზის და ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის გაჩერების შედეგად, ათეულობით მლნ ლარის პოტენციურ შემოსავალს კარგავდა სახელმწიფო და ოპერირების აღდგენის შემდეგ შესაბამისი შემოსავლები შევა ბიუჯეტში.

„მთლიანობაში, შემიძლია გითხრათ, რომ რაზეც გვქონდა მყარი გარანტია მოცულობების კუთხით, ის გარანტია არის გაზრდილი. ანუ, მოცულობა, გარანტიების ნაწილში, მთლიანობაში არის გაზრდილი. იცით, რომ გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება ხელშეკრულებებისა, ეს არის მათ შორის, შახდენიზიდან გარანტირებული გაზი და არის ორი დამატებითი ხელშეკრულება. ჯამურად, მოცულობის გარანტია არის გაზრდილი. ანუ, რაც გვქონდა გარანტია მოცულობის, იმაზე მეტი გარანტია მივიღეთ ჩვენ ამ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.

მთლიანობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა, რაც გავუზიარეთ აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ ჩვენ მივუდექით ამ მოლაპარაკებებს არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, ეს იყო ჩვეულებრივი მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებთან დაკავშირებით და ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას. 

ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, სადაც თანაბრად არის გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები. ასევე, კონკრეტულად რაც შეეხება ბაქო-თბილისი-სუფსას იცით, რომ სამი წლის განმავლობაში საერთოდ გაჩერებული იყო ეს მილსადენი და შესაბამისად, ათეულობით მლნ ლარის პოტენციურ შემოსავალს კარგავდა სახელმწიფო. ახლა უკვე აღდგება მილსადენის ოპერირება, საიდანაც შესაბამისი შემოსავლები უკვე შევა სახელმწიფო ბიუჯეტში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი - შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას l ირაკლი კობახიძე

24.07.2026.22:02

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა.

„აქ იფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO-ს საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, სტარტაპებისთვის განკუთვნილი სივრცეები და თანამედროვე ლაბორატორიები - რობოტიკის, ელექტრონიკის, დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და სხვა მიმართულებებით.

ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ვინაიდან ძლიერი ტექნოლოგიური ჰაბი ძლიერი უნივერსიტეტის, კვლევითი გარემოსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის გარეშე ბუნებრივია, ვერ განვითარდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ქმნის სწორედ იმ აკადემიურ და სამეცნიერო საფუძველს, რომელიც ჰაბს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს არა მხოლოდ სასწავლო და სამუშაო სივრცე, არამედ კვლევის, ახალი ცოდნისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის ცენტრი.

თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.

თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი - შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს. მადლობა მინისტრის მოადგილეებს, მადლობა ჯიტას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა