მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აზერბაიჯანთანაც შეიძლება, გვქონდეს თანამშრომლობა ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, ისევე როგორც თურქეთთან, ირანთან, საქართველოსთან - ნიკოლ ფაშინიანი

news image
mbc image

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას შესაძლოა, ელექტროენერგიაზე დამატებითი მოთხოვნა გაუჩნდეს, რაც სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ქარხნების სწრაფ განვითარებას უკავშირდება, – ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„არმენპრესის“ ცნობით, ბრიფინგზე სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, „ტრამპის გზის“ ფარგლებში განიხილება სომხეთის გავლით ნახიჩევანის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ენერგორესურსებით ვაჭრობის საკითხზე ორი მიმართულება უნდა განიხილებოდეს.

„ბოლო დრომდე თუ ვამბობდით, რომ სომხეთს ელექტროენერგიის ჭარბი წარმოება აქვს, ახლა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ შესაძლოა, სომხეთს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაუჩნდეს. როგორც ხედავთ, ხელოვნური ინტელექტის ქარხნები სწრაფი ტემპით ვითარდება და ისინი ელექტროენერგიას იმ მოცულობით მოიხმარენ, რომელიც ჩვენს წარმოდგენას აღემატება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენს საერთო სიტუაციაში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ინვესტორების გეგმები, მათ შორის სომხეთში ახალი ხელოვნური ინტელექტის ქარხნების აშენების მიმართულებით, გვაიძულებს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ენერგეტიკულ სტრატეგიებს, რათა შესაძლებლობები ახალ პირობებსა და მოლოდინებს შევუსაბამოთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთის მთავრობის სტრატეგიული მიზანი 100%-იანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

„როგორ? სომხეთში მზის ელექტროსადგურებისა და ენერგიის დაგროვების სისტემების განვითარებით. სომხეთი მზის ენერგიის რესურსებით ძალიან მდიდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის საერთაშორისო ვაჭრობის მიღმა დავრჩებით. ზოგჯერ შეგვიძლია, ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ, ზოგჯერ – იმპორტი, მათ შორის აზერბაიჯანთანაც შეიძლება, გვქონდეს პარტნიორობა და თანამშრომლობა ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან – თურქეთთან, ირანთან, საქართველოსთან და სხვებთან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დღეს აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ქსელი არის დაკავშირებული რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთან და თურქეთთან საქართველოს გავლით. ამრიგად, სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე და იქიდან თურქეთსა და ევროპაში გამავალი ენერგეტიკული დერეფანი ასევე ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას კრიზისის შემთხვევაში. ამიტომ რაც უფრო მალე განვახორციელებთ ამას, მით უკეთესი“. ამავე ინტერვიუში აზერბაიჯანის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „სომხეთის ატომური ელექტროსადგური ქვეყნისთვის ენერგეტიკის მთავარი წყაროა, თუმცა ის მოძველებულია და კონტროლს არ ექვემდებარება. შესაბამისად, სომხეთი, შესაძლოა, ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს“.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა