მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

ბექა ოდიშარიამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

news image
mbc image

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ბექა ოდიშარიას თავმჯდომარეობით განათლებისა და კულტურის კომისიის 17 სხდომა გაიმართა, რომლებზეც განხილული იქნა 51 საკითხი.

პრეზენტაციისას ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ განათლება და კულტურა საზოგადოების განვითარების საფუძველია. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის დაწყებიდან საქმიანობის პრიორიტეტი იყო ამ ორი სფეროს სისტემური განვითარება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ანგარიშის წარდგენისას ბექა ოდიშარიამ ყურადღება გაამახვილა პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“, რომლის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული 1500 მოქალაქე გადამზადდა, ხოლო 1100-მდე მოქალაქე 2026 წლის ნოემბერში დაიწყებს სწავლას. ჯამში 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში მოკლევადიან პროგრამებში 80-მდე სპეციალობაზე 2600-მდე მოქალაქე გადამზადდება.

საკრებულოს წევრმა სტუდენტთა დაფინანსების პროგრამებზეც ისაუბრა. მისი თქმით, წარმატებით განხორციელდა სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამები, რომლების ფარგლებში სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები დაფინანსდნენ.

საანგარიშო პერიოდისთვის ასევე დაფინანსდა კლასიკური მუსიკის, ფოტოგრაფიის, ლიტერატურის, კინოსა და სხვა მიმართულების 55 ფესტივალი და კონკურსი. თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსდა 40-მდე პროექტი; ასევე დაფინანსდა საიუბილეო, შემოქმედებითი და მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე 120-მდე პროექტი, გამოფენა, კონცერტები და სხვა. მთლიანად პროექტის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსდა 230-მდე პროექტი, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე ბევრად მეტია.

ბექა ოდიშარიას განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს კულტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, კერძოდ: მიმდინარეობს ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები; დაიწყო თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმების რეაბილიტაცია, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყობა ექსპოზიცია და ქალაქს დაუბრუნდება უნიკალური ფონდისა და ისტორიის მქონე მუზეუმი, რომელიც 1937 წლიდან 2012 წლამდე სხვადასხვა მისამართზე უწყვეტად ფუნქციონირებდა; ასევე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის სახელობის N3 ბიბლიოთეკის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თავის ანგარიშში თბილისში საჯარო ბაგა-ბაღებში განხორციელებულ სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტი (HACCP) ყველა ბაგა-ბაღში დაინერგა. ახალი სასწავლო წლისთვის რამდენიმე ახალი ბაგა-ბაღი აშენდა, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ამჟამად კი ექვსი ახალი ბაღი შენდება და ორი ბაღი კი სრულად რეკონსტრუირდება. პროექტის მიზანია ყველა ბაღის აღსაზრდელს თანაბარი პირობები ჰქონდეს.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საკრებულოს უმრავლესობის წევრები, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორი გიგა დაიაური, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დრექტორი ნინა ყიფიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრი Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა | რა განიხილეს

28.10.2026.20:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ სანდიპ ნაილვალს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, რაც ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მოქნილ საკანონმდებლო ჩარჩოს და ფინტექ კომპანიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით დანერგილ სიახლეებს.

აღინიშნა, რომ სტრატეგიული მდებარეობა, შუა დერეფნის პერსპექტივები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს რეგიონული ცენტრი ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და მაღალკონკურენტულ ბიზნესგარემოზე, რაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებითაც დასტურდება.

Polygon Foundation-ი 2017 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას და გამოყენებას უწყობს ხელს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბლოკჩეინ პლატფორმაა, რომელიც ციფრული ფინანსური ოპერაციების უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განხორციელებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა