ბევრ მიზეზს მოიგონებენ, რომ იქ არ მივიდნენ და არ დაუჯდნენ ირაკლი კობახიძეს - მამუკა კობახიძე
ბევრ მიზეზს მოიგონებენ, რომ პრემიერ-მინისტრთან საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობის კანცელარიაში არ მივიდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
„ახლა ბევრ მიზეზს მოიგონებენ, რომ იქ არ მივიდნენ და არ დაუჯდნენ ირაკლი კობახიძეს. ბევრ მიზეზს. ან არ მივლენ, ან ერთი პროცენტი მოდით დავუშვათ ისეთ დღეში ჩავარდებიან წინასწარ გეუბნებით , რომ ... რა უნდა თქვან? სად უნდა მივიდნენ? ისინი ახლა ხომ სხედან და ფიქრობენ, უჭკუო ხალხი ხომ არ არის? აგენტი კი არის, მაგრამ აგენტობა უჭკუობას არ ნიშნავს, რაც უფრო ჭკვიანია აგენტი, მით უფრო დიდ ზიანს აყენებს თავის სახელმწიფოს და ამ კატეგორიის ხალხზეა ახლა ლაპარაკი, მაგრამ იქნებ ობიექტურობა ოდნავ რომ სწყურია ასეთიც გამოჩნდეს ვიღაც და მიიღოს ეს შეთავაზება და რა უნდა ილაპარაკონ? უნდა ილაპარაკონ ტყუილები ხომ? ან რაღაც მასკარადი დადგან. შესაბამისად, მასკარადს ყველა შეხედავს, ტყუილებსაც იქვე გაუშიფრავენ, ამიტომ მათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოუდგენიათ კანცელარიაში, მთავრობასთან მისვლა, მის ხელმძღვანელთან პრემიერ-მინისტრთან ან ნებისმიერ ჩვენგანთან საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ეს დისკუსია მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი ვერანაირად იქნება, პირიქით, მომგებიანი იქნება მმართველი გუნდისთვის.
„იმიტომ, რომ ბოლომდე თუ კი ვინმე ოდნავ მაინც გულწრფელია ამ ქვეყანაში დარჩენილი, რომელსაც სჯერა იმის, რასაც ისინი ატყუებენ საზოგადოებას აგერ ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან ესეც წყალში ჩაეყრებათ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.