მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანა მართლაც რეალურად დამოუკიდებელი იყოს - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ამ ღირშესანიშნავ, ეროვნულ დღესასწაულს -  დამოუკიდებლობის დღეს! მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო ნამდვილი თავისუფლება და წარმატებები!", - საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირიდან ულოცავს. როგორც ის აღნიშნავს, ეს დღე გამორჩეულია საქართველოს ისტორიაში.

„26 მაისი ბევრ რამეს გვახსენებს თითოეულ ჩვენგანს - თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია დამოუკიდებლობა, რამდენად გასაფრთხილებელი და სათუთია და რამდენად პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ამ მონაპოვარს.

ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ დავამკვიდროთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რეალური დამოუკიდებლობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა არის ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურადაც. ამ შემთხვევაში ქვეყანას ექნება რეალური აღიარება. ფორმალურ, იურიდიულ დამოუკიდებლობასთან ერთად ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანა მართლაც რეალურად დამოუკიდებელი იყოს, მათ შორის  ეკონომიკურად ძლიერი და დამოუკიდებელი და ჩვენ რეალურად მივიღოთ ის სიკეთე, რასაც თავისუფლების სიკეთე ჰქვია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს და მისი უწყებების მიერ მომზადებული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.

ვიცე-პრემიერი პირადად გაეცნო „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების" და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სტენდებს, სადაც პროგრამის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქციაა გამოფენილი. ~

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, რომ ქვეყანაში ახალი პროდუქცია შეიქმნას, არამედ მის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ და ასევე უცხოელმა მომხმარებლებმა გაიგონ.

„ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, რომ კომპანიებს მივეხმაროთ პრეზენტაციებში, გამოფენებსა და მათ შორის ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობაში, რათა მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს და ქართული პროდუქცია მეტად მოთხოვნადი და დაფასებული იყოს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი უწყებები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობენ, მათ შორის რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა