მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

ბიძინა ივანიშვილი: მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012, როცა 29 სექტემბერს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყო, ამან მოიგო სიტუაცია. რა მშვიდობით წამსვლელები, სად წამსვლელები იყვნენ?

news image
mbc image

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წელს ძალიან აქტიური ვიყავი, ამაზე აქტიური, რაც დღეს; უფრო ახალგაზრდა ვიყავი შეიძლება და გუნდი არ მყავდა და ეს არის მიზეზი და არა ის, რომ დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის სიამაყით და სიყვარულით იხსენებს 2012 წელს და ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც მას ნდობა გამოუცხადა. 2012 წლის 29 აპრილს კი, გადამწყვეტ თავყრილობაზე, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ნახევარი მილიონი ადამიანი იდგა, რამაც „ნაცმოძრაობას“ სხვა გზა არ დაუტოვა, თუ არა ხელისუფლების დათმობისა.

„თქვენ ნახეთ რამდენი ადგილობრივი თუ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, აქტიური არ ვყოფილვარ ასეთი და არ დავდიოდი, არც მიტინგებზე გამოვდიოდი, ეს არ არის შემთხვევითი და ეს არ არის ჩემი ახირება. სიტუაცია არის ძალიან რთული. მე დღესაც მინდა სიამაყით გავიხსენო, სიყვარულით გავიხსენო ყველა ის ამომრჩეველი ვინც მომისმინა. მახსოვს, რომ გადავიხედე მოედანზე რა ხდებოდა 29 სექტემბერს, ის იყო გადამწყვეტი ბრძოლისთვის, დამიჯერეს და გამოვიდა, ყავარჯნებით გამოვიდა ხალხი. ორი დღით ადრე ამხელა თავყრილობა არცერთ პოლიტიკოსს არ ჰქონია არასდროს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იდგა, როცა დათვლა შეაჩერეს, კომპიუტერები გაფუჭდა და დათვლა შეაჩერეს. მე მქონდა მაშინ ძალიან სერიოზული შეხვედრები, ხელზე მექაჩებოდნენ, 49 % შენ და 51 იქით და მერე შენი იქნება ყველაფერი; რა თქმა უნდა ჩემს პოზიციაზე არ ვისაუბრებ. რა მშვიდობით წამსვლელები იყვნენ, სად წამსვლელები იყვნენ? ვაჩვენე რომ არაფერი გამოვა, არა ნებით, ძალით გადავტეხავთ მაშინ წავიდნენ და მათ ბელადს აუხსნეს, რომ ეგრე არ გამოგივათ და დღეს რომ ტრაბახობენ ისინი წავიდნენ მშვიდობიანი გზით, სად წამსვლელები იყვნენ? გზა არ დავუტოვეთ და გზა არ დაუტოვა ამ ხალხმა, ვინც გადაჭედა ფილარმონიამდე და ბარათაშვილამდე იყო იქ ხალხი, ცენტრზე აღარ ვსაუბრობ. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყო, ამან მოიგო სიტუაცია. ეს გვაქვს დღესაც და ეს მინდა, რომ ვთხოვო ხალხს. რატომ არ გამოვდიოდი მანამდე, განა სიტუაცია იყო გასახარელი და საამაყო წინა არჩევნებზე, ან იმის წინა არჩევნებზე კიდევ, მაგრამ არ იყო ასეთი სახიფათო, არ იყო ომი. ომმა შეცვალა ყველაფერი, ომი არ იყო; ჩვენს გვერდით ძალიან სახიფათო სიტუაციაა. ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ამიტომ მინდა იგივე ხალხს ვუთხრა, ვისაც ქვეყანა უყვარს, ვინც ქვეყნის პატრიოტია, გამოდით არ დაიზაროთ, ამის შემდეგ შეიძლება მეტი ძალდატანება არ დაგვჭირდეს, ჩვენ საბოლოოდ შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ის რაც ჩვენ ვთქვით, ვის გავასამართლებთ, რას გავაკეთებთ და ბევრ გამოსვლებში აქ აღარ გავიმეორებ და განსაკუთრებული სიტუაციაა დღეს, სანამ ომი დასრულებულა, არ მოგწონს ივანიშვილი? კი ბატონო, შემიძლია თუ რამეს ისეთს მეტყვიან, ბოდიშსაც მოვიხდი. არ მოგწონს კობახიძე, არ მოგწონს „ქართული ოცნება“? - კი ბატონო, მაგრამ ქვეყანა თუ გიყვარს, გამოდი, დღეს არ არის იმ არჩევანის დღე რომ, ჩემმა ახლო ნათესავმა ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ მე შეიძლება მივცე „ქართულ ოცნებას“ ხმაო თუმცა რიტორიკა ბევრის არ მომწონს გუნდშიო, ამის დრო არაა, არჩევანი მოგეცემათ, გარწმუნებთ.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

06.07.2026.17:53

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

„დიდი პატივია, მივმართო კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეუთო-ს რეგიონში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ესენია: რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის გაგრძელება, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა, კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის თანდათანობითი შესუსტება. ეს კრიზისი ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. ამ კონტექსტში საქართველო კვლავაც ერთგულია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის. ქვეყანა აძლიერებს კავშირს „შუა დერეფნის“ მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორიცაა - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები არ არის. ეს არის სტრატეგიული ინვესტიციები ევროპის გრძელვადიან ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.

„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა