ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ რეალურად. ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და ვირტუალური რეალობა უნდა მოგაჩვენონ რეალობად
„ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან, ტრიბუნაზეც კი არ აესვლებათ რეალურად. ჩვენს რეალურ კრიტიკას ვერ ახერხებენ და არარეალურს მოგახსენებთ, რაც მაქვს მხედველობაში“-განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს.
ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს ერთმანეთს ადარებს და აღნიშნავს, რომ მაშინ „გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს სჩადის სააკაშვილი და დღეს, როცა ვაშენებთ ეს უკვე დანაშაულია“.
„გაიხსენეთ აქსისის მშენებლობა რომ დაიწყეს. მიდის აღმშენებლობის პროცესი, სააკაშვილი ქალაქებს აშენებს, აღმაშენებელი არავინ იყო, უკვე დააკნინეს და ასე შემდეგ. მშენებლობა და აღმშენებლობა რა თქმა უნდა, კარგია. ხომ გახსოვთ, ოთხი კუთხიდან ხსნიდნენ, ამ დროს ამდენი მშენებლობა არ ჰქონდათ და ამაზე ბევრი ანეკდოტი დადიოდა. ჩვენთან ჭეშმარიტი აღმშენებლობა მიდის. ახლა ნებისმიერ მშენებლობას, რასაც არ აშუქებენ პირდაპირ დანაშაულის სახით, მუსიკა ისეთი ადევს, რომ -აი კიდევ აშენებენ ეს ნაძირალები, დაახლოებით ასეთი [ტექსტია]. ახლა, ეს ყველაფერი შეცვალეს. ეს არის ის იდეოლოგია, რომელსაც ესენი გარედან იღებენ. ამიტომ დავიწყე მე, როდესაც ლიბერალურ იდეოლოგიაზე მოგახსენეთ ფსევდოს ვეძახი მეთქი კულტურულად, თუმცა ფაშისტურსაც ბევრი ეძახის, რამეთუ მასთან უფრო ახლოსაა, რომ ვირტუალური რეალობა უნდა მოგაჩვენონ რეალობად. მაშინ გვიხატავდნენ, რომ აღმშენებლობა არის საოცრება და საოცრებებს სჩადის სააკაშვილი და აღმაშენებელსაც რომ არ ესიზმრებოდა, დღეს, როცა ვაშენებთ ეს უკვე დანაშაულია. ახლა გადმოაბრუნეს ეს და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ეს არის ცუდი. ამ დროს უამრავი მიღწევა გვაქვს ყველა მიმართულებით“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.