ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული გუნდის მთავარი სიძლიერე იყო სიმართლე, ყოველთვის ვდგავართ სიმართლის მხარეს, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს - შალვა პაპუაშვილი
ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული გუნდის მთავარი სიძლიერე იყო სიმართლე, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ სიმართლის მხარეს და ეს სიმართლე საბოლოო ჯამში ყოველთვის იმარჯვებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვისაც შეუძლია საზოგადოების კონსოლიდირება.
„ფაქტია, რომ 2024 წელი იქნება გამოწვევებით სავსე, გამომდინარე რეგიონში არსებული ვითარებიდან, გამომდინარე ოპოზიციის სრული კრახიდან და ამ კრახის საფუძველზე ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ეს არის რადიკალიზაცია მდგომარეობის. ვხედავთ მათ მფარველებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ და მცდელობა იქნება, რომ ამ წელსაც ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას, ძირი გამოუთხარონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ებრძოლონ საქართველოს, მის რეპუტაციას, რასაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვხედავდით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა მთლიანად ერი კონსოლიდირდეს და ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილად ის ადამიანი, ვისაც შეუძლია საზოგადოების კონსოლიდირება, იმისთვის რომ ჩვენ ამ წლის ბოლოს კვლავ, კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ ქართველი ხალხის და საქართველოს გამარჯვება ჩვენი მტრების ჯინაზე.
ბიძინა ივანიშვილმა თავადაც განაცხადა, რომ ის ფაქტობრივად სანქციების ქვეშ არის, ასე რომ, აქ არავის არაფრის არ ეშინია. ჩვენი მთავარი სიძლიერე, ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული გუნდის იყო სიმართლე, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ სიმართლის მხარეს და ეს სიმართლე საბოლოო ჯამში ყოველთვის იმარჯვებს. ორი წლის წინ ვნახეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება როგორ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ დაემხოთ ხელისუფლება. გახსოვთ, აქ აქციები რომ მოაწყვეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და წალეკვით ემუქრებოდნენ ამ ქვეყანას. გავიდა დრო, სიმართლემ თავისი გზა ნახა და საქართველომ ამ სიმართლით გაიმარჯვა. სწორედ ამ სიმართლით გავიმარჯვებთ წელსაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.