მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ ოპოზიცია აგონიაში ჩააგდო- შალვა პაპუაშვილი

news image
mbc image

ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი რჩება და იქნება კიდეც, ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებამ ოპოზიცია ჩააგდო აგონიაში, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის დახმარება გუნდისთვის ნაკლებად საარჩევნო კუთხით არის მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც ჩანდა, ოპოზიციამ თავის თავს დამართა ის, რომ მოსახლეობის ნდობა მხრივ ფაქტობრივად არც კი ეზომებათ რეიტინგი. ყველა კვლევაში ვხედავთ, თუ არ ჩავთვლით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც თავისი სტანდარტული მხარდამჭერები ჰყავს, ყველა სხვა პარტია არც კი ჩანს ხოლმე რეიტინგებში.

რაც შეეხება გუნდისთვის მნიშვნელობას, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის მაკონსოლიდირებელი როლი, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როგორც გუნდისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. დღეს „ქართულ ოცნებას“ რეალურად უწევს ხოლმე რაღაც ფანტომური თემების მოგერიება ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ჩაკეტილია ორ-სამ საკითხში და ამას ვერ ცდება, რაც თავის მხრივ, ხელს უშლის ძირითად საკითხებზე კონცენტრირებას. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მაკონსოლიდირებელი როლი გუნდის შიგნით და ეს ეხება არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურ საკითხებს, არამედ საგარეო საფრთხეებს ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან რთული ორი წელი გავიარეთ, სადაც ვიყავით მუდმივი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა მხრიდან. წელს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ქვეყანაშია არჩევნებია, მოსალოდნელია, რომ იქნება მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ამას ემატება უკრაინის ომის შემდეგ, ისრაელში არსებული მდგომარეობა, ვხედავთ ირანი-პაკისტანის მდგომარეობას. ჩვენ გარშემო ფაქტობრივად ცეცხლის რკალია და ჩვენ ვრჩებით ლამის ერთადერთ ოაზისად ​მშვიდობის და ამ მშვიდობის ოაზისს უნდა შენარჩუნება. ამას სჭირდება წელს განსაკუთრებული კონცენტრირება და ერთსულოვნება ჩვენი საზოგადოების“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა