ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა, მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს, აქედან გამომდინარე, სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე-ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა, მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს, აქედან გამომდინარე, სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს, გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
კობახიძის განმარტებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს, აქედან გამომდინარე, სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები, მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილებს სენატის ერთ-ერთი თანამშრომელი აჟღერებს.
“ჩვენ მოვისმინეთ სენატის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებაც ამასთან დაკავშირებით, კრის სოჩა სენატორ რიშის თანამშრომელია, რომელსაც მთელი ოპოზიცია ერთად ეახლა და მან დაიწყო ლაპარაკი სანქციებთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მათ შორის, მან ახსენა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ხედავს, რომ ამ კაცს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა. მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს. გაჩერებული აქვს ამხელა თანხა შვეიცარიის ბანკში, თავხედურად ყოველგვარი საფუძვლის, მიზეზის და განმარტების გარეშე, უბრალოდ არ აძლევენ საკუთარ თანხებს. იმ ყაჩაღობის ისტორიას აღარ მოვყვები, რაც შვეიცარიულ ბანკში ხდებოდა 2008 წლიდან მოყოლებული, დღესაც გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი დე ფაქტო სანქციები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები, მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილებს სენატის ერთ-ერთი თანამშრომელი აჟღერებს. არავისზე ზემოქმედების რესურსი არ აქვს ასეთ განცხადებებს. როდესაც რადიკალური ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ისინი ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ეს კიდევ ერთხელ არის ლუსტრაცია, ხომ? თუ სანქცირდება ხელისუფლების წარმომადგენელი, რა ევროკავშირზეა საერთოდ საუბარი. ისინი აბსოლუტურად ყველაფერში ავლენენ, რომ ევროკავშირთან დაახლოების ყოველგვარი პრევენცია არის მათი თვითმიზანი და რა თქმა უნდა საზოგადოება ამაზე თავის დასკვნებს გამოიტანს”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.