მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა - სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან | ცესკო

news image
mbc image

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის არჩევნების ჩატარების შემდეგ არაერთხელ გაკეთდა ამომწურავი განმარტება, მისი მხრიდან ამ თემაზე კვლავ აპელირება, სავარაუდოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა და ექსპერტული წრისთვის შეუფერებელი არაკომპეტენტურობაა. სამწუხაროდ, მსგავსი განცხადებები ახალი არ არის და წარმოადგენს იმ ტენდენციის გაგრძელებას, როცა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის კონკრეტული ექსპერტები/დამკვირვებლები, სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე არგუმენტების გარეშე აკეთებენ მანიპულაციურ თუ დეზინფორმაციულ განცხადებებს.

როგორც ჩანს, ვანო მაჭავარიანი არ იცნობს და არც დაინტერესებულა საარჩევნო აპარატებისა და პროცედურების ტექნიკური შესაძლებლობებით. ასევე არ იცის, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგი ეყრდნობა კომისიის მიერ ბიულეტენების ხელით გადათვლას. ეს პროცესი კი ხორციელდება საჯაროდ, ჩართული მხარეების თანდასწრებით. 

ამასთან, ის საუბრობს საარჩევნო აპარატებში მონაცემების ჩატვირთვაზე, რისი ტექნიკური შესაძლებლობაც საქართველოში გამოყენებულ აპარატებს არ აქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის კი, რუსული საარჩევნო ტექნოლოგიების მაგალითს იშველიებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების არქიტექტურა და პროცედურები განსხვავდება იმ მოდელებისგან, რომლებზეც აღნიშნული მაგალითი არის დაფუძნებული. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან. 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის მოისმინოს და გაიზიაროს არგუმენტირებული მოსაზრებები/რეკომენდაციები, თუმცა ვერ გაიზიარებს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, დაეყრდნონ გადამოწმებულ ფაქტებს, ტექნიკურ დოკუმენტაციასა და შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს გეოპოლიტიკური როლი იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის - მაკა ბოჭორიშვილი

22.09.2026.14:56

2026 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში. პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი", მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც იზრდება, რაც საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამ კონტექსტში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს როლზე ისაუბრა - „საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით".

მისი განცხადებით, რეგიონში მიმდინარე პროცესები და შეერთებული შტატების ჩართულობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე - „საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირთან ურთიერთობები ემოციური საკითხია და მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ისტორიასა და საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას, გახდეს ევროპის ნაწილი და, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ნაწილი".

„მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში იქმნება სიტუაცია, როდესაც საქართველოს ეკისრება საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას მოითხოვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს მისწრაფებებს გავხდეთ ევროკავშირის წევრი," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც. მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები აქვს, რაც ახალი პროექტებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს ქმნის.

საუბრის დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი რეგიონისთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, თუმცა ვამაყობთ, რომ შევძელით ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება. სწორედ ეს ქმნის ეკონომიკური განვითარებისა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საფუძველს," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, ჰრისტიან მიცკოსკი. სესიას მოდერაციას უწევდა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი, სიმეონ ცომოკოსი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა