მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში

news image
mbc image
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი შესთავაზა.
 
აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ი. ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
 
წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
 
კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ისედაც გვქონდა სირთულეები ტურიზმის სფეროში, როცა ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი - ბუნებრივია ნაკადები შემცირდა ახლო აღმოსავლეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ახლა სურთ, რომ ხელოვნურად დაალაგონ პრობლემა რუს ტურისტებთან მიმართებით | პრემიერი

12.08.2026.15:07

ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი.

„ისედაც გვქონდა სირთულეები ტურიზმის სფეროში, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. ბუნებრივია, ნაკადები შემცირდა ახლო აღმოსავლეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ახლა სურთ, რომ ხელოვნურად დაალაგონ პრობლემა რუსეთთან მიმართებით, რუს ტურისტებთან მიმართებით, რაც არ გამოუვათ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, შეიძლება მიაღწიონ წარმატებას. დიდი რესურსია ჩართული - გარეთ პატრონები, შიგნით უცხოური აგენტურა, პარტიები, პარტაქტივი, პარტიული ტელევიზიები, ყველა არის ჩართული რუსოფობიული კამპანიის გაღვივებაში. თუმცა, თუ ჩვენ დავდგებით ისევე მყარად, როგორც დავდექით თავის დროზე 2022 წელს, როცა ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას, სანქციების დაწესებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, როცა აწარმოებდნენ რუსოფობიულ კამპანიებს, როცა დადგა საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე, ვერაფერს მიაღწიეს. ახლაც, თუ ყველა ერთად დავდგებით, საზოგადოება, მოწოდების სიმაღლეზე, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა