„ჩემი საქართველო აქ არის“ - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გამართა. ვიდეო
სასტუმრო „პარაგრაფში“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის - „ჩემი საქართველო აქ არის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას მმართველი პარტიის ლიდერები, მხარდამჭერები, სხვადასხვა სფეროდან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
„მოგესალმებით ყველას, დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. დიდ მადლობას გიხდით ჩვენს მხარდამჭერებს, გულშემატკივრებს, ჩვენი გუნდის წევრებს. სულ რამდენიმე დღე დარჩა ამ პროცესის კულმინაციამდე, რასაც არჩევნების დღე ჰქვია და რა თქმა უნდა, არჩევნების დღე ეხება ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის ბედს. ყოველი არჩევნების წინ, ერთგვარი კულმინაცია გვაქვს ხოლმე, რაც უკავშირდება საარჩევნო ვიდეო რგოლს. ეს არის გენიალური ქართველი მუსიკოსის, გოგი ცაბაძის სიმღერაზე შექმნილი ვიდეო რგოლი და ტრადიციულად, წელსაც, ამ არჩევნებისთვისაც მოვამზადეთ ვიდეორგოლი. მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობს მასში, აქ არიან შემოქმედების, სპორტის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მადლობა თითოეულ მათგანს მხარდაჭერისა და ვიდეო რგოლში მონაწილეობისთვის. მთავარი, რასაც ეს ვიდეო რგოლი ეხება, არის ალბათ სიყვარული. სიყვარული ეს განსაკუთრებული გრძნობაა საქართველოსთვის და ვიღაცები არიან, ვინც ცდილობს, რომ სიძულვილი შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მთავარი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ არის სიყვარული. სიყვარული ერთმანეთის, საკუთარი ქვეყნის მიმართ და მგონია, რომ ეს არჩევნები პირველ რიგში ამას ეხება. უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილს და ერთად უნდა ავაშენოთ ისეთი საქართველო, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე ერთმანეთის მიმართ და საკუთარი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ სიყვარულის მიმართ მიდრეკილი ხალხი“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.