ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.
მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და მზარდი გლობალური საფრთხეების ფონზე, რეგიონში არსებული ვითარება.
ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
გეკა გელაძესა და ალი ნაგიევს შორის შეხვედრა ჩინეთში მიმდინარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შედგა, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან
05.10.2026.19:04
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, სოტირია თეოჰარიდისთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ხალხთა შორის არსებულ კავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგს.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.