მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას - შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე

news image
mbc image

ჩვენი დავალება იყო ძირითადი პრობლემების ინდენტიფიცირება, კომისიის მიდგომა იყო პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე იყო.

მისივე თქმით, კომისია არ ეძებდა დამნაშავეს, არამედ ეძებდა პრობლემას.

“პრობლემები რამდენიმე მიმართულებით გამოიკვეთა და ეს დასკვნაში აღწერილია. ამ პერიოდში 80-ზე მეტ კომპანიას შევხვდით, შევისწავლეთ აღნიშნული კომპანიების ბიზნესმოდელები, კომერციული ურთიერთობები, ფინანსური სტაბილურობა.

დაისვა ორი შეკითხვა: არის თუ არა სექტორში კონკურენცია და მეორე - რა პრობლემები არსებობს? გამოიკვეთა, რომ კონკურენციის დონე ჰორიზონტალურ ნაწილში არ არის მაღალი კონცენტრანციის, რადგან დაახლოებით 44% უჭირავთ ორგანიზებულ ქსელებს, დანარჩენი - ბაზრობებს, მცირე მაღაზიებს, სხვადასხვა ტიპის მცირე სავაჭრო წერტილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია ჰორიზონტალურ ნაწილში ჯანსაღია, თუმცა ურთიერთობებში არსებობს ასიმეტრია, ვერტიკალში არის პრობლემა და ეს ქმნის დამატებით ხარჯებს. საერთო ჯამში მოგების მარჟები სექტორში არის სტანდატრული, თუმცა ხარჯის ნაწილში საოპერაციო მოდელი არის არაეფექტური”, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

09.10.2026.17:03

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს 2027 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო. კომიტეტის საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით გათვალისწინებულ დაფინანსებასა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 90 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 15 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე თქმით, სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გამოყოფილია - 99 მილიონ ლარამდე, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 105 მილიონი ლარი, ერთიანი აგროპროექტისთვის - 313 მილიონ ლარამდე, ხოლო სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის - 223 მილიონი ლარი.

პროექტის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ზურაბ ეზუგბაია და ლაშა ავალიანი ესწრებოდნენ. მათ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და შესაბამისი სფეროების განვითარების ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა