მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელზეც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ ჩვენგანს. დამოუკიდებლობის მოპოვება რა თქმა უნდა რთული იყო, მაგრამ შენარჩუნება არანაკლებ რთული აღმოჩნდა - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელზეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, მშვიდობაა და წინსვლა შევინარჩუნოთ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მან მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ვუსურვებ ბედნიერ, წარმატებულ მშვიდობიან და გამარჯვებულ ქვეყანაში ცხოვრებას. ჩვენთვის ეს არის განსაკუთრებული დღე, დამოუკიდებლობის დღე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ერი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და ისწრაფვის დამოუკიდებლობისთვის. საქართველოც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის შემთხვევაში არსებობს სრულფასოვანი ერი და ეს არის ჩვენი ერის იდენტობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ნაწილი, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებოდით ეთნიკური ჯგუფი და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელზეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, მშვიდობაა და წინსვლა შევინარჩუნოთ. ეს მიიღწევა მხოლოდ ერთობით და ვფიქრობ, არის დღეები, როდესაც თითოეული ქვეყნის თითოეული მოქალაქე ამ მნიშვნელოვანი დღის, მნიშვნელოვანი სიმბოლოს გარშემო უნდა ერთიანდებოდეს, იმისთვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს მონაპოვარი. ამ მონაპოვარს გაფრთხილება და შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლობის მოპოვება რა თქმა უნდა რთული იყო, მაგრამ შენარჩუნება არანაკლებ რთული აღმოჩნდა. ჩვენ ეს დავინახეთ მრავალი წლის განმავლობაში იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია.

დამოუკიდებლობა ფორმალურად რაღაც ქაღალდზე ქვეყნის დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი სხვადასხვა მიმართულებით, იმისთვის რომ ჩვენი ღირებულებები, რომლებიც დამოუკიდებლობაშია წარმოდგენილი შევინარჩუნოთ. ეს არის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულება, ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი ფასეულობები და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ზრუნვა, გაფრთხილება სჭირდება. ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში ქართველებმა შევინარჩუნეთ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენ გვაქვს ქვეყანა რომელსაც დღეს აღიარებენ, ქვეყანა რომელსაც გარკვეული ცნობადობა გააჩნია და რა თქმა უნდა ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებაში წარმატების ფონზე ეს აღიარება, ეს ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა დავითაშვილმა. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა