მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში - პრემიერი

news image

დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასშტაბური ხედვის რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

„ჩვენ დროულად მივიღეთ შესაბამისი კანონები და ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ძალიან მყარ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის სწორად განვითარებისთვის. დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, უკვე მეექვსე წელია, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლიდან ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად შეადგენს 9,3 პროცენტს. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. მიმდინარე კვარტალში ზრდამ შეადგინა 9,1 პროცენტი. ამ ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული მყარი საფუძველი, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი მთავრობაში, ვგულისხმობ ეკონომიკურ გუნდს. ბიზნესი არის თავისუფალი და გვაქვს კორუფციისგან თავისუფლების კუთხით ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამ კუთხით საქართველო არის რეგიონის ლიდერი. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მყარ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში, ეკონომიკურ ზრდაში, განსაკუთრებულ როლს ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო და რა თქმა უნდა, ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მისივე თქმით, დღეს, როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია არის უკვე შემდგარი რეალობა, უსაფრთხო და მომგებიანი გარემოს შექმნით ამ პროცესში საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს საერთაშორისო დონეზე, შედეგად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება.

„საქართველო ასევე აჩვენებს კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს, სახელმწიფო გადასახადების ციფრული აქტივებით გადახდის წარმატებული პრაქტიკა არის ამის საუკეთესო დასტური. ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი. დღეს, ამ დარბაზში არიან შეკრებილნი წამყვანი ბანკების წარმომადგენლები, საინვესტიციო და ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები. ეს სწორედ ის ძალაა, რომელზეც დგას ჩვენი ეკონომიკური განვითარება. კომპანია „ტეზერთან“ თანამშრომლობით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე ახალ-ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები გვექნება. 

მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც განსაკუთრებული როლი შეასრულა ამ თანამშრომლობის დამყარებაში, მადლობა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, პარლამენტარ ვახტანგ თურნავას, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ამ თანამშრომლობისა და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, კომპანია „ტეზერის“ წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობაც მოუტანს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში - პრემიერი

25.05.2026.11:39

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა