მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვიქნებით ხალხის სამსახურში და ვეცდებით, გავამართლოთ ის ნდობა, რომელიც მათ „ქართული ოცნების" მიმართ გამოხატეს"- ირაკლი ხელაძე

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ  ქართველ ხალხს არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გამოხატული ნდობა აუცილებლად იქნება გამართლებული. ირაკლი ხელაძის თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება არა ოპოზიციურ პარტიებზე, არამედ იმ არასამართლიან ორმაგ სტანდარტსა და  გაუგონარ თავდასხმებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოსთან მიმართებაში მრავლად იყო.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის სამართავად მანდატი გადასცა. ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით  ვიქნებით ხალხის სამსახურში და ვეცდებით, გავამართლოთ ის ნდობა, რომელიც მათ „ქართული ოცნების“ მიმართ გამოხატეს“ -განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა უკვე  აღემატება 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს. მისივე თქმით, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შენარჩუნებულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც თბილისისა და თბილისელებისთვის მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, დღევანდელი განხილვის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია საკრებულოს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დედაქალაქის მერიას დაუბრუნდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკვე დასამტკიცებლად შემოსული ბიუჯეტი მეტად კონკრეტული იქნება და  მასში წარმოდგენილი იქნება უფრო მეტი სახელობითი პროექტი. ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ  რაიონული გამგეობების მიმართულებით გაიზრდება თანხები და საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც ეფექტიანად უპასუხებს ყველა  იმ გამოწვევას, რაც დედაქალაქის წინაშე დგას“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დედაქალაქის ინტერესებზე მუშაობას უკვე პარლამენტიდან გააგრძელებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა