მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ჩვენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვართ - სტუმრები ეცნობიან ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს l თამარ ზოდელავა

news image
mbc image

ფორუმის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება ნიშნავს საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების წარმატებული რეფორმების განხორციელების აღიარებას. აუცილებელია, ეს რეფორმები გავაზიაროთ და საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ინიციატივებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ საჯარო მმართველობას და სერვისების ხელმისაწვდომობას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში.

თამარ ზოდელავას თქმით, საქართველოში მიმდინარე ფორუმი საჯარო მმართველობას კიდევ უფრო გააძლიერებს. „მნიშვნელოვანი სამი დღე გვაქვს როგორც ქვეყანას, ისე იუსტიციის სამინისტროს. ჩვენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვართ წარმატებული რეფორმების შედეგად. ჩვენ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს პირველად ვმასპინძლობთ. ჩამოსულია 100-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე სტუმარი, რომელთაც აქვთ არაჩვეულებრივი და უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნონ იმ წარმატებებს, რაც განხორციელებულია ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიერ. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენც გავიზიაროთ მათი გამოცდილება. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს საჯარო მმართველობას და მოქალაქეებისთვის სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

თამარ ზოდელავამ ყურადღება გაამახვილა იმ თემებზეც, რომლებზეც ფორუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება გამოცდილების გაზიარება. „სერვისების ხელმისაწვდომობა, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია, მონაცემთა დაცვა, მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქემ ნაკლები ბიუროკრატიის გარეშე შეძლოს სერვისის მიღება. ამ მიმართულებებით ჩატარდება როგორც პანელური დისკუსიები, ისე თემატური შეხვედრები. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, ახალი პარტნიორობები დაფუძნდეს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ ზოდელავას თქმით, ფორუმი ახალი თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრის შესაძლებლობა გახდება. „ჩამოსულია იუსტიციის საკმაოდ ბევრი მინისტრი, რომლებიც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ისაუბრებენ, რაც, თავის მხრივ, ახალი თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრის შესაძლებლობა იქნება. ხვალ მოხდება იმ ინიციატივებისა და პროექტების დაჯილდოება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საჯარო მმართველობის განვითარებაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს

23.10.2026.16:33

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რადეკ ვონდრაჩეკს და ამავე კომიტეტის წევრებს, ასევე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, რობერტ კრალიჩეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და ურთიერთობების გადატვირთვისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.

დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენისთვის საქმიანი, კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რადეკ ვონდრაჩეკმა გამოხატა თანამშრომლობის და დიალოგის მზაობა.

ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო ჩარევებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს და ჩეხეთის მიერ მიღებულ თუ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში მოქმედ გამჭვირვალობის კანონმდებლობას.

ჩეხეთის პარლამენტის წევრების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და გამოხატეს მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა