მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

ჩვენი ამოცანაა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება - მაკა ბოჭორიშვილი

news image
mbc image

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში „Raisina Middle East" მიიღო მონაწილეობა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი".

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის რეგიონულ განზომილებასა და შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობებზე. მისი განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანასთან არსებული ეკონომიკური პარტნიორობა საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

„საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული, რაც კიდევ უფრო ზრდის რეგიონში ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა გეოპოლიტიკურად მეტად სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ხოლო იმ ეკონომიკურ პარტნიორობებს, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ, საქართველოსთვის დამატებითი ღირებულება მოაქვს. ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვადასხვა რეგიონთან. ეს საქართველოსთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის რეგიონულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა სცდება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს და ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.

„ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა, უდავოდ, სცდება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს და გავლენას ახდენს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს ორივე რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანია, ხოლო მათ შორის კავშირები დიდ მნიშვნელობას იძენს როგორც ფართო რეგიონული, ისე, შესაძლოა, გლობალური თანამშრომლობის ჭრილშიც," - აღნიშნა მინისტრმა.

რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების კონტექსტში მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

„დღეს საქართველო არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას აკავშირებს ევროპულ და მსოფლიო ბაზრებთან, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის განვითარების თვალსაზრისით," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებული კონფლიქტების გავლენაზე და აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ ჰაბად ჩამოყალიბებას ხელი ვერ შეუწყო. მიუხედავად ამისა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა შეძლეს არაერთი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტის განხორციელება, რომლებიც დღეს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება.

„ჩვენი ამოცანაა, ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება - არა მხოლოდ კრიზისულ ვითარებაში, არამედ სტაბილურ პერიოდებშიც," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ყურადღება ასევე გაამახვილა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვადასხვა რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ინვესტიციების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე და, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება მდგრადობის მიღწევის გზა არ არის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დივერსიფიკაცია, ახალი თანამშრომლობის განვითარება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, რიმ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი, ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრი, მანიშ ტევარი, იორდანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, ბიშერ ალ-ხასავნე. სესიას მოდერაციას უწევდა „აზია ჯგუფის" (The Asia Group) პარტნიორი და თავმჯდომარე, აშოკ მალიკი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

15.10.2026.10:47

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ქ. აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის - Raisina Middle East ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა განათლებისა და ტურიზმის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყნას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა