მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმაა, რომელიც ბოლო წლებში დავიწყეთ - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო მართვის სტრატეგიაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სტრატეგია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შემუშავდა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ელემენტებს ითვალისწინებს.

 

„თუმცა, ასევე ჩვენ ძალიან ფრთხილად მივუდექით ამ საკითხს და ჩვენს პარტნიორებსაც ავუხსენით, რომ სტრატეგიის დროში გამოცდა უნდა მომხდარიყო რეალურ ცხოვრებაში. სტრატეგიის განხორციელების პროცესში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მიგნებები, რომლებიც გარკვეულ კორექტივებს ითვალისწინებს ამ სტრატეგიაში, რაც უკვე შეიძლება, რომ აისახოს სრულფასოვან კანონმდებლობაში. ეს შემდეგი ნაბიჯი, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არის უკვე კანონმდებლობის დონეზე იმ პრინციპების ასახვა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოვცადეთ. ეს გულისხმობს ეფექტიანობის გაზრდას, სახელმწიფო საწარმოების მართვის მეტ გამჭვირვალობას, პროფესიონალიზმს, საბოლოოდ მეტ ეფექტიანობას და, რა თქმა უნდა, ეფექტიანობის ინდიკატორების შემოტანას, ასევე მკაფიო ანგარიშვალდებულებას ხელმძღვანელობის მხრიდან და პროფესიონალი მენეჯმენტის ყოლას სახელმწიფო საწარმოებში, რაც თავისთავად სახელმწიფო საწარმოებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

ლევან დავითაშვილმა ამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან საკითხი ეხება არა რიგით შპს-ებს, რომლებშიც სახელმწიფოს მონაწილეობაა, არამედ მსხვილ კორპორაციებს სხვადასხვა დარგში. 

 

„ეს კორპორაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზოგადად ამა თუ იმ დარგის კონკურენტუნარიანობის და მდგრადობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და მის განხორციელებას ქვეყანა გააგრძელებს. სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაცია მოგვცემს გარკვეულ ეკონომიებს, რომელიც გამოყენებული იქნება სხვა მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა, ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმაა, რომელიც   ბოლო წლებში დავიწყეთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა