მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ჩვენი ქალაქი კი განვითარებას გააგრძელებს - გიორგი ტყემალაძე

news image
mbc image

„ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ხოლო ჩვენი ქალაქი კი წლების წინ დაწყებულ წარმატებულ და სწორ განვითარებას კვლავაც  გააგრძელებს“, -  განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანგარიშით წარდგა. 
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, განვლილი წელი არა მხოლოდ ქალაქის განვითარების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისივე თქმით, უსამართლობაა, როდესაც იმ ხელისუფლების მიმართ,  რომლის  პირობებშიც მიღწეულია აბსოლუტურად ყველა წარმატება ევროინტეგრაციის მიმართულებით, კურსის ცვლილების ბრალდება ისმის. 
„ევროინტეგრაციის მიმართულებით   უპირობოდ ვლიდერობთ აბსოლუტურად ყველა რეიტინგით.  აქ ყველანი საჯარო მოხელეები ვართ, ჩვენ  ყოველდღიურად ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ემსახურება, ამიტომაც ბრალდებებს ვერ მივიღებთ.  ვერავინ გვათქმევინებს უარს ჩვენს ტრადიციებზე, ისევე როგორც ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს მოსახლეობას მიმდინარე წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერისათვის კიდევ ერთხელ  გადაუხადა მადლობა. 
 „ეს უპრეცედენტო და დიდი მხარდაჭერა იყო. ჩვენი ქვეყანა მშვიდობით და ღირსებით აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი ქალაქი გააგრძელებს იმ განვითარებას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად  მიმდინარეობს“, -  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, როდესაც დედაქალაქის მერია 2017 წელს დასახული პრიორიტეტების ერთგული რჩება, რისი დასტურიც  2025 წლის ბიუჯეტია. 
„2017 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 815 მლნ იყო, დღეს კი 2 მილიარდს ასცდა. ბიუჯეტის ზრდას ძალიან დიდი სამუშაო უძღვის წინ, ეს მექანიკურად და მარტივად არ ხდება. სწორმა დაგეგმვამ და სწორმა პრიორიტეტებმა, სწორად განხორციელებულმა მენეჯმენტმა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ქალაქში,  მოგვცა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ დღეს სულ სხვა მასშტაბებზე ვსაუბრობთ. 
რაც რვა წლის წინ შეუძლებლად ჩანდა, დღეს კი უკვე რეალობაა აბსოლუტურად განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი,   მასშტაბური  ინფრასტრუქტურული პროექტები, რეაბილიტირებული გამზირები და მრავალი სხვა. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ევროპული ქალაქი, ამას კი  დიდი შრომა და კარგი მენეჯმენტი სჭირდებოდა.
2025 წელი   ასევე იქნება დატვირთული  პროექტებით. მიხარია,   ამ პროცესის მონაწილე რომ ვარ. ჩვენს  ოპოზიციონერ კოლეგებსაც ჰქონდათ შანსი მონაწილეობა  მიეღოთ ამ პროცესში, მაგრამ  ამ წლების განმავლობაში ისინი ყოველთვის  ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ.  ისინი არასოდეს იღებდნენ პასუხისმგებლობას მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესს ისტორია შეაფასებს. ჩვენი ქალაქის განვითარება კი გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა