ჩვენი მიზანია, გავაკეთოთ ანალიზი, თუ რა გამოწვევებია სექტორში, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს და შემდეგ დავგეგმავთ, თუ რა მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ იმისათვის, რომ მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია კლების მიმართულებით - შოთა ბერეკაშვილი
ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა კომისიის მიზნებზე ისაუბრა.
„ჩვენი მიზანია, გავაკეთოთ შესაბამისი ანალიზი, თუ რა გამოწვევებია სექტორში, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს და ამის შემდეგ დავგეგმავთ, თუ რა მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ იმისათვის, რომ სექტორში მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია კლების მიმართულებით, სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი”, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
კომისიის წევრები დღეს კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.
დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გასულ კვირას პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა. მათ იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მაღალ ფასებს იწვევს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელეს ე. წ ქეშბექი და ქსელურ მარკეტებში პროდუქციის დახლზე მოხვედრის გადასახადი.
სხვა სიახლეები
ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას, ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში l მაკა ბოჭორიშვილი
11.06.2026.15:30
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას.
„ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ყირგიზეთთან თანამშრომლობა საკმაოდ დინამიურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კომისიის ფარგლებში იყოს განხილული ის საკითხები, რაც დგას ორ ქვეყანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგში.
შედგება ასევე ჩემი შეხვედრა კოლეგასთან. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ყირგიზეთთან თანამშრომლობა. ამ კონტექსტში, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი. ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ სწორედ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.