ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს, რომლებსაც რაღაც პერიოდი სხვა სკოლებში უწევთ სიარული, ტრანსპორტი მოემსახუროს და მათი გადაადგილება უსაფრთხოდ განხორციელდეს - შალვა ოგბაიძე
დღეს მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს, თბილისის სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოდ და ღირსეულად გადაადგილება.
„საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი. რეფორმის შემდეგ, რაც სკოლების ინფრასტრუქტურის ნაწილი მუნიციპალიტეტს გადმოეცა, დაემატა პროგრამა ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი. აუცილებელია, რომ მხარი დავუჭიროთ ამ მართლაც კარგ გადაწყვეტილებას. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს, რომლებსაც რაღაც პერიოდი სხვა სკოლებში უწევთ სიარული, ტრანსპორტი მოემსახუროს და მათი გადაადგილება ღირსეულად და უსაფრთხოდ განხორციელდეს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
11.11.2026.13:13
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება.
11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.
12 ნოემბერს ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.