მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი მიზანია, სახელმწიფომ მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი რეალურ ფასად - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

,,მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან და კომპანიებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ძლიერი ბიზნესი ქმნის ძლიერ ეკონომიკას, რაც ქვეყნის განვითარების საფუძველია. ქვეყანაში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება და გავქვს გარკვეული პრობლემები შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ამიტომ გვინდა, ჩამოვაყალიბოთ სწორი სისტემა თუ როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის''-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინსიტრმა, რევაზ სოხაძემ საავტორო რუბრიკაში “ბიზნეს ინსაიდერი საქართველო” ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგულარულად ტარდება შეხვედრები, სადაც მხარეები აზრებსა და პრობლემურ საკითხებს ცვლიან. მათ შორის გამოყო ბოლო შეხვედრა, სადაც პრემიერ-მინისტრთან და სამინისტროს გუნდთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა, რის გამოც აუცილებელია გადასვლა ახალ სტანდარტებსა და მიდგომებზე.

,,გვინდა ჩამოვაყალიბოთ კომუნიკაციის სწორი სისტემა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის და ერთ-ერთი ამ მიმართულებით არის ე.წ. თეთრი სია, რომელის პრინციპის გადახედვაზე მიღებულია გადაწყვეტილება. გარდა ამისა, შევისწავლეთ თუ რა პროექტებს ვმართავთ და რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით. გვაქვს ცუდი მაგალითები იმისა , როდესაც ავანსი არის გაცემული საკამოდ დიდი ოდენობით და ვალდებულებები არ არის შესრულებული. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაზღვიოთ ქვეყანა მსგავსი რისკებისგან, რათა სახელმწიფომ რეალურ ფასად მიიღოს შესაბამისი პროდუქტი“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამშენებლო ნორმების მოსაწესრიგებლად უკვე გადადგმულია რეალური ნაბიჯები, სამუშაოებში ჩართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და უახლოეს პერიოდში ქვეყანას ექნება ახალი ევროკოდები და ის ნორმები, რომლითაც იხელმძღვანელებენ მშენებლობის დროს.

,,ნამდვილად არ არის სწორი, როდესაც დღეს, პროექტების განხორციელების დროს 1982-83 წლებში მიღებული ნორმებით ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად, კომუნიკაცია ბიზნესთან იქნება ძალიან აქტიური. ჩემი, როგორც მინისტრის და ჩვენი სამინისტროს მთავარი ამოცანა და ფუნქცია არის სახელმწიფო ინტერესის დაცვა. ბევრი ხარვეზია, მათ შორის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით რაიმე კომპრომისი იყოს ჩვენი მხრიდან დაშვებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფომ მიიღოს ის ხარისხი რა ხარისხიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. მოვუწოდებ კომპანიებსაც , რომ მათაც ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაონ, სხვა შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლობა უბრალოდ ვერ შედგება’’-განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა