მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოება ობიექტური და სწორი ინფორმაციით უზრუნველვყოთ - გიორგი კალანდარიშვილი

news image
mbc image

ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოება ობიექტური და სწორი ინფორმაციით უზრუნველვყოთ - ამის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა ჟურნალის პრეზენტაცია და ვსაუბრობდით, არასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა გამოწვევებზე, მათ შორის, როგორიც არის დეზინფორმაცია და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით გარკვეული მოწყვლადობა საზოგადოებაში ინფორმაციის სიმცირესთან მიმართებაში.

ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს, მომხდარიყო მისი სისტემატიზაცია და გარკვეული ფორმა და სახე მისცემოდა ამ ყველაფერს და შექმნილიყო ასევე გარკვეული სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც დარგით დაინტერესებული პირებისთვის იქნებოდა გარკვეული წყარო ინფორმაციის.

სწორედ ამ საკითხებზე პასუხის მომზადების მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, შესაბამისი პროექტი, რომელსაც შემდეგ პროექტის სახე მივეცით და გამოვეცით იმ სახით, რა სახითაც გამოვეცით.

ეს არის ორენოვანი ჟურნალი, რომელშიც, ამ შემთხვევაში, პირველი გამოცემა დაეთმო ელექტრონულ არჩევნებს. მთავარი თემა, ამ შემთხვევაში, ელექტრონული არჩევნებია. შემდგომ მოყვება საპარლამენტო არჩევნები, მუნიციპალიტეტის არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები და ასე შემდეგ.

ეს არის დოკუმენტი, სადაც თავმოყრილი არის კონსოლიდირებული სხვადასხვა ინფორმაცია. ეს ინფორმაცია, განა არ არსებობს, ეს ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ზოგი არსებობს კანონში, ზოგი არსებობს სახელმძღვანელო ინსტრუქციაში, ზოგი პრაქტიკაში და ა.შ. ძალიან საძებნი არის და, რა თქმა უნდა, თუ დარგთან ახლოს არ არის პირი, ბუნებრივია, რთული იქნება ამ ინფორმაციის თავმოყრა და ეს არის ფაქტობრივად გარკვეული გზამკვლევი ყველა იმ პირისთვის, მათ შორის, რომელსაც აინტერესებს რეალური და ობიექტური ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

იმიტომ რომ დეზინფორმაცია აღვნიშნე და დეზინფორმაცია დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ზოგადად, თანამედროვე სამყაროსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და, ამ შემთხვევაში, ჩვენი ინსტიტუტისთვის, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ჩვენ კარგად ვხედავთ ამ დეზინფორმაციული, მანიპულაციური ნარატივების მეშვეობით იმ არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, რომელსაც შემდგომ მივყავართ გარკვეულწილად ნდობის საკითხებთან, მივყავართ შედეგების ლეგიტიმაციის საკითხებთან, კითხვის ნიშნების გაჩენასთან მიმართებაში, რომელსაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, რიგ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან კმაყოფილი პოლიტიკური შედეგებით, მიმართავენ იმ ხელს, რომ შესაბამისი კამპანიურობის მეშვეობით გადაიფაროს ეს საკითხები და წარმოჩინდეს ისე, რომ თითქოს არჩევნებს ხარვეზები ჰქონდა, მაშინ როდესაც, მაგალითად, თითქმის 2 წელი გავიდა 2024 წლის არჩევნების ჩატარების შემდგომ, ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი ხელშესახები ისეთი გარემოება, მტკიცებულება, ფაქტი, რომელსაც შეეძლო რაიმენაირად ამ არჩევნებზე გარკვეული ჩირქი მოეცხო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვნახეთ ის უარყოფითი, დეზინფორმაციული, მანიპულაციური კამპანიები, რომლითაც გადაიფარა ყველა ის შემთხვევები, რომელმაც მისცა ხელი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, რომ ამ კამპანიურობით, ამ პროპაგანდის მეშვეობის გზით, გარკვეული კითხვის ნიშნები გაეჩინათ არჩევნებთან დაკავშირებით.

სწორედ ერთ-ერთი მექანიზმი იმისა, რომ რეალურად, ვისაც აინტერესებს პასუხები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, სხვა იმ მექანიზმებთან ერთად, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან გამკლავების გზით იყენებს, ამ შემთხვევაში გამკლავებას ვგულისხმობთ ჩვენ საზოგადოების ობიექტური და სწორი ინფორმაციით უზრუნველყოფას, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ შემდგომ არ იყოს საზოგადოება შეცდომაში შეყვანილი და მას ჰქონდეს ინფორმაციის გაანალიზების და შეფასების შესაძლებლობა“, - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

06.10.2026.13:52

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა.

ყურადღება ასევე გამახვილდა საინვესტიციო და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა