მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს რეალურ სიტუაციას, აკეთებს სწორ ანალიზს და იღებს სწორ გადაწყვეტილებას - კახა კალაძე

news image
mbc image

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ხედავს რა ორმაგ სტანდარტს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, აკეთებს სწორ ანალიზს და იღებს მართებულ გადაწყვეტილებებს, როგორც ეს, მაგალითად, გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა. 

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი ბიზნესს რუსეთის მოქალაქეებთან ერთად ფლობს. 

„ნუ გაგიკვირდებათ, ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ევროპის ლიდერებიდან დაწყებული, თუნდაც შიდა რადიკალებით დამთავრებული. ჩვეული ორმაგი სტანდარტია, ყველაფერთან მიმართებით. იცით, ყველაზე მთავარი რა არის? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს რეალურ სიტუაციას, აკეთებს სწორ ანალიზს და როდესაც საჭიროა, იღებს სწორ გადაწყვეტილებას, როგორც, მაგალითად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გაკეთდა. იგივეს გააკეთებს ხალხი თვითმმართველობის არჩევნების დროს, იმიტომ, რომ როდესაც მოსახლეობა ხედავს, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილი, რომელიც ემსახურა სხვა, კონკრეტული ადამიანების, პოლიტიკოსების თუ ქვეყნების ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე, ყოველთვის შესაბამის პასუხს გასცემს მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა