მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ყველა ქართველს ვუსურვებ ბედნიერ, წარმატებულ, მშვიდობიან, გამარჯვებულ ქვეყანაში ცხოვრებას - ლევან დავითაშვილი

news image
mbc image

პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს არის დღე, როდესაც ქვეყნის თითოეული მოქალაქე ამ მნიშვნელოვანი სიმბოლოს გარშემო უნდა ერთიანდებოდეს.

„ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ყველა ქართველს ვუსურვებ ბედნიერ, წარმატებულ მშვიდობიან, გამარჯვებულ ქვეყანაში ცხოვრებას, ჩვენთვის ეს არის განსაკუთრებული დღე, იმიტომ, რომ საქართველოც, ისევე როგორც ძალიან ბევრი ერი, საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს ჩვენი, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელზეც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ ეს ქვეყანა, მისი დამოუკიდებლობა, მშვიდობა და წინსვლა შევინარჩუნოთ“ = აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.

„სრულფასოვანი ერი არსებობს მხოლოდ დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის შემთხვევაში და ეს არის ჩვენი ერის იდენტობის უმნიშვნელოვანესი, განმსაზღვრელი ნაწილი, სხვა შემთხვევაში, ვიქნებოდით ეთნიკური ჯგუფი. დამოუკიდებლობის მოპოვება, რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ შენარჩუნება არანაკლებ რთული აღმოჩნდა. ჩვენ დავინახეთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია, დამოუკიდებლობა, უბრალოდ, ფორმალურად, ქაღალდზე ქვეყნის დამოუკიდებლობას არ ნიშნავს - ეს არის სუვერენიტეტი სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ ღირებულებები, რომლებიც დამოუკიდებლობაშია წარმოდგენილი, შევინარჩუნოთ - მათ შორის, ეს არის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულება, მემკვიდრეობა, ჩვენი ფასეულობები და ა.შ. ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი სუვერენიტეტის შენარჩუნებას.

„საქართველოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი მონაპოვარია, მაგრამ მისი გაფრთხილება და შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ბოლო წლებში წარმატებით გავართვით თავი და შევინარჩუნეთ ჩვენი სუვერენიტეტი - გვაქვს ქვეყანა, რომელსაც დღეს აღიარებენ, ქვეყანა, რომელსაც გარკვეული ცნობადობა გააჩნია და რა თქმა უნდა, ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებაში წარმატების ფონზე ეს აღიარება, ეს ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო წელსაც მრავალფეროვნად, თემატურად არის წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, მინისტრმა დაასახელა დასავლეთ საქართველოში, გურიაში, ენერგეტიკოსების მიერ ორგანიზებული ძალიან საინტერესო გამოფენები, ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები, „საქართველოს ფოსტის“ ღონისძიებები, რომლებიც აჩვენებს ისტორიას დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეებიდან. მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის კომპონენტიც, რომელიც ხაზს უსვამს განსაკუთრებულ მხარეებს, რომლებიც ქვეყანას მიმზიდველს ხდის.

„ასე, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სხვა სამინისტროებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე უწყება წარმოდგენილია ძალიან საინტერესოდ იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ კუთხეში განსაკუთრებულად იგრძნობოდეს ამ საზეიმო დღის მნიშვნელობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა