დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით - ნიკოლ ფაშინიანი
დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ამ კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - როგორ შეიძლება არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველო-ევროკავშირის, ასევე საქართველო-აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.
„დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
13.07.2026.19:01
2026 წლის 13 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.
აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდოეთის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.