მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ გონიერებას და ისევ მხარს დაუჭერენ გუნდს, რომელმაც ქვეყანას მრავალწლიანი მშვიდობა მოუტანა - ნათია მოდებაძე

news image
mbc image

„მიხარია, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში დაწყებული ყველა პროგრამა, რომელიც ყოველდღიურადაა ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, მისივე მერობის პერიოდში გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და მეტ წარმატებას მიაღწევს“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნათია მოდებაძემ გააკეთა. დეპუტატმა თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს და იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ თბილისის საკრებულოს წევრები გახდებიან, წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს ამომრჩევლები ჩვეულ გონიერებას გამოიჩენენ და მხარს დაუჭერენ გუნდს, რომელმაც ქვეყანას მრავალწლიანი მშვიდობა მოუტანა.

„მინდა, წარმატებები ვუსურვო ათასზე მეტ მაჟორიტარ კანდიდატს საქართველოს მასშტაბით, თითოეულ მერობის კანდიდატს 64 მუნიციპალიტეტში, მაგრამ განსაკუთრებით ვუსურვებ წარმატებას კახა კალაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თბილისის საკრებულოს წევრები უნდა გახდნენ. ასევე, მინდა მივმართო ამომრჩეველს და ვაჩვენო ის ცარიელი ადგილები, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უნდა ისხდნენ. თქვენი წარმომადგენლები, რომლებსაც თბილისის საკრებულოში თქვენი ხმა ანდეთ და რომლებიც თქვენს ინტერესებს უნდა იცავდნენ, უკვე ერთი წელია საერთოდ არ დადიან საკრებულოში, ისინი არ ესწრებიან სხდომებს და არ არიან ჩართულნი არცერთი საკითხის განხილვაში. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ იქამდე, ვიდრე წინასაარჩევნო კამპანიაში რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად ჩაერთვებით, კარგად გაიაზრეთ, იქნებიან თუ არა ისინი თქვენი ღირსეული წარმომადგენლები საკრებულოში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ გონიერებას და ისევ მხარს დაუჭერენ გუნდს, რომელმაც ქვეყანას მრავალწლიანი მშვიდობა მოუტანა“, - განაცხადა ნათია მოდებაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა