მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - რა განიხილეს

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, შუა დერეფნის განვითარებასა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.

„გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს 90-მდე ქვეყნის ლიდერი, რაც საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ ლიდერთა სამიტში მონაწილეობდა.

კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა