დავოსში მიმავალი ტრამპის თვითმფრინავი გაუმართაობის გამო აშშ-ში დაბრუნდა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიფრინავდა, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო აშშ-ში დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი ვაშინგტონთან ახლოს, ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე დაეშვა. გავრცელებული ცნობების თანახმად, აფრენიდან მალევე ეკიპაჟმა თვითმფრინავში ელექტრობასთან დაკავშირებული „მეორეხარისხოვანი“ პრობლემები აღმოაჩინა.
როგორც Reuters-ი იუწყება, ტრამპი სხვა თვითმფრინავზე გადაჯდება და დავოსში გაფრინდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
16.10.2026.17:26
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ, მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას და ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ხალხთაშორის კავშირებისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის აუცილებლობა.
ილჰამ ალიევმა საქართველოს ელჩს მიულოცა თანამდებობის დაკავება და ნაყოფიერი დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.