მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და 2 მილიარდ 600 მილიონს მიუახლოვდა, რაც უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია - ზურაბ აბაშიძე

news image
mbc image

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 84 849,4 ათასი ლარით გაიზარდა და 2 591 827,7 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს საკრებულოს სხდომაზე უყარეს კენჭი. ბიუჯეტის ზრდას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და 2 მილიარდ 600 მილიონს მიუახლოვდა, რაც უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი თბილისის გამგეობებზე გადანაწილდება, რაც კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„ტენდენცია, რომ ბიუჯეტი იზრდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამგეობებზე გადანაწილდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხები, რომლებიც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს, კიდევ უფრო მალე გადაიჭრება. თითოეული თეთრის მატება მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოსახლეობის ინტერესებს ხმარდება. ამას გარდა, გაზრდილი ბიუჯეტი სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც მოხმარდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში

30.10.2026.20:35

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

სხდომის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.

სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა მე-11 მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს მოაწერეს ხელი. სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა