მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206
-0.0073
flag
AZN 1.5623
-0.0002
flag
CNY 39.301
-0.0006
flag
EUR 3.0835
-0.0013
flag
GBP 3.5646
-0.0028
flag
KZT 54.51
0.0027
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6554
-0.0009
news banner

„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“ - ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

news image
mbc image

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარ თემაა - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“.

საერთაშორისო კონფერენცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ.

ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა - დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესებზე; დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკის გამოწვევა: მექანიზმები, გამომწვევი ფაქტორები და გავლენა; ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელების როლი საარჩევნო პროცესებში: შესაძლებლობები და რისკები; ინფორმაციისა და განათლების როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის გახსნისას აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო პროფესიული ქსელის ჩამოყალიბებაში, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას, თანამშრომლობასა და საერთო პასუხისმგებლობას დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია ტრადიციულად, მეცამეტედ, მასპინძლობს საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც გამართული დისკუსიები, პროფესიული გამოცდილების გაცვლა და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის განხილვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერებაში, ისე ინფორმაციული მდგრადობისა და დემოკრატიული პროცესების დაცვის მიმართულებით. წელს ჩვენი შეხვედრის მთავარ თემად შევარჩიეთ „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“. ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ინფორმაციის შექმნის, გავრცელებისა და მიღების პროცესები. ერთი მხრივ, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების რისკებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად იმსჯელონ აღნიშნულ გამოწვევებზე და შეიმუშაონ ეფექტიანი მიდგომები ინფორმაციული სანდოობისა და დემოკრატიული პროცესების დასაცავად“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციის გახსნისას.

კონფერენცია 17-18 ივნისს იმართება და მასში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას (A-WEB, Smartmatic). კონფერენციას ასევე ესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო სტრუქტურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა

17.06.2026.13:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა ჯოანა ბარტონს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„პრემიერმა ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის საკითხებში.

აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, 334 დაკარგული პირის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა 1835 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა