დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
დღეს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ უმრავლესობის სხდომას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
დღესვე მმართველი გუნდის წევრები შეხვედრას პოლიტსაბჭოს ფორმატში გამართავენ. სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გაკეთდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი. „განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განმარტა პრემიერმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის შიდა დემოკრატიული პროცესი.
სხვა სიახლეები
დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
17.10.2026.10:28