მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დღეს მთავარი გამოწვევაა კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის მიწოდება არ არის, რაც სერიოზული პრობლემაა - პრემიერი

news image
mbc image

დღეს მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის მიწოდება არ არის, რაც სერიოზული პრობლემაა. 2-3 წლის წინ პირიქით გვქონდა მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას და დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის მიწოდება არ არის, რაც სერიოზული პრობლემაა. 2-3 წლის წინ პირიქით გვქონდა მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას და დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები - ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები - სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, სარესტორნო ბიზნესი და ა.შ. ასევე მიმართულება - ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები.

მეოთხე მიმართულება - ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ სააგენტოში დღეის მდგომარეობით 10 ათასამდე ვაკანსიაა დაფიქსირებული. შარშან ჩავატარეთ საინტერესო კვლევა, ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა ეს კვლევა, და გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა - რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა. გამკვეთა, რომ შარშან, პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 ათასი ვაკანსია შეადგინა. ეს რა თქმა უნდა არის საგანგაშო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

29.11.2026.17:37

2026 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იქნა მიწვეული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ, საფეხბურთო კლუბებს „ბეშიქთაშსა" და „ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის უსაფრთხოდ გამართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, თურქ ფეხბურთის გულშემატკივრებს ქალაქ ბათუმში, სტადიონის ტრიბუნებიდან მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილგანწყობისა და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი და სათანადო შეფასებას იმსახურებს.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად.

მინისტრის მოადგილემ წუხილი გამოხატა გულშემატკივართა ცალკეული ჯგუფების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების გამო, რასაც სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.

აღინიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნა გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა