დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება - რას განიხილავენ
დღეს 11:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 16 საკითხზე იმსჯელებენ:
1. საქართველოს კანონების პროექტები „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელი: მ. სარჯველაძე
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვიზა ეს-ლაინისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გრანდ ტრანსპარკისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,პარვუს ჯგუფს“ (უფლებამონაცვლე შპს „პარვუს ბასრა“) შორის „ბასრა 1 ჰესისა“ და „ბასრა 2 ჰესის“ ელექტროსადგურების შესახებ 2021 წლის 19 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „პარვუს ჯგუფს“ შორის ,,ბასრა 4 ჰესის“ ელექტროსადგურის შესახებ 2023 წლის 4 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „ცხენისწყალი 3“-ს შორის „ცხენისწყალი 3 ჰესის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ლესულუხეჰესს“ შორის ,,ლესულუხე ჰესის“ შესახებ 2021 წლის 19 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,2011 წლის 10 ნოემბერს სახელმწიფოსა და „ვექტრა ინვესთმენთ ფრაივეთ ლიმითედს“ (უფლებამონაცვლე „ნაუტიკ ა.ვე.ტე ენერჯი პი.ტი.ეი ლიმითედი“) შორის VIIB სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გაფორმებული პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და აზიის განვითარების ბანკს შორის გასაფორმებელი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის მოწონების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „New Road“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „დეენკა პრომაინინგზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ00+000-კმ11+500 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში საარბიტრაჟო დავის წარმოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ”
მომხსენებელი: რ. ბრეგაძე
16. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ”
მომხსენებელი: ო. შამუგია
სხვა სიახლეები
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს
15.08.2026.11:23
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოთხ მოქალაქესთან ერთად წარმოადგენდა თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 14 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა.
„დაზარალებულს გასული ჰქონდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, რაც ცნობილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისთვის. შესაბამისად, მოგვიანებით, დაკავებულ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკის იმავე მოქალაქეს დაუკავშირდნენ და 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნაში შეუწყვეს ხელი – კერძოდ, აღნიშნული პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით, საზღვრის რეალური კვეთის გარეშე, ,,პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმაში“, განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები.
რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს – გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში დროებით მყოფ თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეს გასდიოდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა; საქართველოს მოქალაქე კი, 4000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა მას საზღვარზე გაყვანას და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელდებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. ბრალდებულმა ვერ შეასრულა დანაპირები, თუმცა მაინც მოითხოვა და მიიღო თანხის ნაწილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, 19.180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - აღნიშნა მან.