დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება. პარლამენტის სესიის გახსნისას ტრადიციულად სრულდება საქართველოს ჰიმნი.
მიმდინარე სასესიო კვირაში, სავარაუდოდ მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა გაიმართება. სესიის გახსნამდე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
სხვა სიახლეები
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია
16.09.2026.12:38
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აირჩია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
მანამდე, თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.