დღეს, ვერც ერთი სადამკვირვებლო მისია, სერიოზულ დარღვევებზე ერთ სიტყვას ვერ ამბობს, ამიტომ ყველას მადლობა, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული - მამუკა მდინარაძე
დღეს, ვერც ერთი სადამკვირვებლო მისია, მიუხედავად ზოგიერთ შემთხვევაში უკიდურესი ტენდენციურობისა, ერთს სიტყვას კი რეალობასთან შემხებლობაში სერიოზულ დარღვევასთან მიმართებით ვერ ამბობს. ამიტომ ყველას მადლობა, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ვულოცავ ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს სახელოვნად გამარჯვებას. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისა ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრისა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, რომლებმაც ასეთი მასშტაბური ბულინგის მიუხედავად მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, რომელმაც გუშინ უზრუნველყო, რომ კანონით დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეესრულებინათ და უზრუნველყოფილი ყოფილიყო ისეთი გარემო, რომლებზეც დიდი პასუხისმგებლობა იყო დაკისრებული, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და არჩევნების გამართულად ჩატარების, რომლებმაც თავის მხრივ უზრუნველყვეს, რომ დღეს ვერც ერთი სადამკვირვებლო მისია, მიუხედავად ზოგიერთ შემთხვევაში უკიდურესი ტენდენციურობისა, ერთს სიტყვას კი რეალობასთან შემხებლობაში სერიოზულ დარღვევასთან მიმართებით ვერ ამბობს. ამიტომ ყველას მადლობა, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სხვა სიახლეები
ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე
27.11.2026.23:22
დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.
სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.