მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას - ლიკა შარტავა

news image
mbc image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოხუმის დაცემის დღე -1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეულ თარიღს წარმოადგენს.

„დღეს 27 სექტემბერზე არა მხოლოდ როგორც წარსულზე, არამედ როგორც მომავალზე მინდა ვისაუბრო. ისტორიის გახსენებას მნიშვნელობა მაშინ აქვს, როდესაც მისგან დასკვნების გამოტანაც შეგვიძლია და თუ ჩვენი ისტორია ერთ რამეს მკაფიოდ გვასწავლის, ეს არის ის, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას მუდმივი შიდა დაპირისპირების უფლება, უბრალოდ, არ აქვს.

ჩვენ არ უნდა მივიღოთ მოცემულობად ორად გაყოფილი საქართველო - ქვეყანა, სადაც ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვინ თქვა, ვიდრე ის, თუ რა თქვა. ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე. პირიქით, შეგვიძლია ისეთი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი მტრობას აღარ ნიშნავს.

ამ თვალსაზრისით, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება" წლების განმავლობაში მიჰყვება - საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებით და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს.

თუ ერთიან საქართველოზე ვსაუბრობთ, ერთიანობა მხოლოდ რუკაზე გავლებული საზღვრებით ხომ ვერ განისაზღვრება. ერთიანობა არ ნიშნავს ერთ აზრს ან ერთ პოლიტიკურ შეხედულებას. ეს ნიშნავს, რომ განსხვავებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნისთვის არსებობს საკითხები, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა დგას", - განაცხადა ლიკა შარტავამ.


მისი თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერების წინაშე კიდევ ერთხელ გააჟღერა ქვეყნის პოზიცია მშვიდობიანი პოლიტიკის, მომავალი ხედვისა და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - ქვეყნისა, რომელმაც იცის ომის ფასი, მაგრამ რჩება არა წარსულის ტკივილში, არამედ მტკიცედ აშენებს მომავალს და აყალიბებს ძლიერ, თანამედროვე სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ეს არის იმ ყოველდღიური შრომის შედეგი, რომელსაც საფუძვლად ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა უდევს და ჩვენ ამ ინტერესების დაცვის პროცესში ვართ იმაზე დამოუკიდებელნი, ვიდრე ოდესმე.

მართალია, წარსულს ვერ შევცვლით. ვერ შევცვლით 27 სექტემბერს და ვერ დავაბრუნებთ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე შესწირეს, მაგრამ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, როგორ გავაგრძელებთ ისტორიას, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო - გამოვიყენებთ მას ახალი დაპირისპირების გასაღრმავებლად, თუ გავიაზრებთ, რამდენად ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს ერთმანეთის დაკარგვა.

საქართველო თითოეულ ჩვენგანზე დიდია... ჩვენ უნდა გვახსოვდეს საკუთარი ისტორია და შევძლოთ ამ ისტორიიდან მიღებული გამოცდილებით უკეთესი მომავალი დავუტოვოთ შემდეგ თაობას", - განაცხადა ლიკა შარტავამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

16.10.2026.17:26

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ, მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას და ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ხალხთაშორის კავშირებისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის აუცილებლობა.

ილჰამ ალიევმა საქართველოს ელჩს მიულოცა თანამდებობის დაკავება და ნაყოფიერი დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა