დისტრიბუციის ნაწილში, თითქმის ყველგან არის გადახდის გაუარესება ბოლო სამი წლის მონაცემებით, თქვენივე აუდიტის ანგარიშებიდან - ეს ნიშნავს, რომ ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით - შოთა ბერეკაშვილი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელს
დისტრიბუციის ნაწილში, თითქმის ყველგან, რასაც ვხედავ, არის გადახდის გაუარესება. ბოლო სამი წლის მონაცემებით, მე რაც ვნახე, თქვენივე აუდიტის ანგარიშებიდან, თუ იყო დაწყებული 60 დღიდან, შემდეგ გადავიდა 75 დღეზე, 90 დღეზე და ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით, - განუცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, სადისტრიბუციო კომპანია "ბიდი კომპანის" წარმომადგენელს, დიმიტრი მესხიშვილს.
როგორც ბერეკაშვილმა განმარტა, გადახდის პირობების გაუარესება ნიშნავს ქსელისთვის ახალი, თავისუფალი სახსრების გაჩენას, რომლის საშუალებითაც, მას აქვს ექსპანსიის, ახალი მაღაზიის გახსნის და სხვა აქტივობების განხორციელების შესაძლებლობა.
„ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. როდესაც ქსელს ბრუნვა აქვს თვეში 100 მილიონი და გადახდის ვადას გადასწევს ერთი დღით, ეს იმას ნიშნავს, რომ 3 მილიონი ლარის თავისუფალ საბრუნავ კაპიტალს ათავისუფლებს და თუ გადასწევს 10 დღით, ეს არის 30 მილიონი.
გადახდის პირობების გაუარესება ნიშნავს ქსელისთვის ახალი, თავისუფალი სახსრების გაჩენას, რომლის საშუალებითაც, ისინი ალბათ ახორციელებენ ექსპანსიას, ახალი მაღაზიის გახსნას და ა.შ., მოვა დრო და ამაზეც ვისაუბრებთ" - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
კომისიის თავმჯდომარის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა იმას, რომ გადახდის პირობები ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა, მესხიშვილმა განაცხადა: "რა თქმა უნდა. აბსოლუტურად გეთანხმებით, გადახდის პირობები წლიდან წლამდე უარესდებოდა."
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა
24.04.2026.17:57
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესს და 2028 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია და პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ბაკი.