დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას - ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციის და ლოგისტიკის ნაწილში l შოთა ბერეკაშვილი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე
დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე შოთა ბერეკაშვილმა.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დასკვნაში აღნიშნულია ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ფასნამატს იწვევს. ასევე, დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებსაც, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.
„ეს არის სამი მიმართულება და თითოეულ მიმართულებაში გაწერილია თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სისტემურად. ეს არის საშუალოვადიანი სტრუქტურული ცვლილებები, გრძელვადიანი სტრატეგია და მოკლევადიანი ინტერვენცია, რომ მომხმარებელმა ფასებზე შემცირება იგრძნოს. დასკვნა მოცულობითია, 104 გვერდი არის და იქ არის კონკრეტული მაგალითები მითითებული ევროკავშირის გამოცდილებიდან, კონკრეტული ქვეყნებიდან, თუ რა მექანიზმებს მიმართეს. ამ შემთხვევაში საუბარია მსუბუქ ინტერვენციაზე, რომელიც დაფუძნებულია ბაზრის საქციელიდან, კონკურენციის გაჯანსაღებიდან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კონკრეტული მიმართულებით უფრო მეტი კონკურენციის ფარგლებში საუკეთესო ფასი მიიღოს მომხმარებელმა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტორში უნდა შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმები. ეს შესაძლებელია განახორციელოს კონკურენციის სააგენტომ. ბაზრის მთავარი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურაში და საოპერაციო მოდელში, რომელშიც ის ფუნქციონირებს, სადაც იქმნება დამატებითი ხარჯები. დამატებითი ხარჯები იქმნება იმიტომ, რომ კომერციული ურთიერთობა არის ასიმეტრიული, არასამართლიანი და სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ფარგლებში შესაძლებელია ამის გასწორება. ამას დასჭირდება დრო, შესაძლებელია დასჭირდეს შესაბამისი კანონი.
დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას, ასევე, მოიცავს ფასწარმოქმნის ზუსტ შესწავლას. საბოლოო ჯამში ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და პრაქტიკებს. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. ჩვენ ამას კომპლექსურად ვუყურებთ იმიტომ, რომ საბოლოოდ ფასი, რომელსაც მომხმარებელი იღებს არის ამ სამი კომპონენტის ჯამი და ამათ ურთიერთობებში არსებობს ასიმეტრია, რომელიც უნდა გასწორდეს. ამათ ურთიერთობების ბიზნესმოდელი ქმნის დამატებით ხარჯებს. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში. ეს ქმნის განსაკუთრებულ მაღალ ხარჯებს. აქ განსაკუთრებული რეკომენდაციები იქნება დასკვნაში, რადგან მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, ეს თავის მხრივ შეამცირებს ხარჯებს და საბოლოო ჯამში ეს აისახება პროდუქტის თვითღირებულების, შესაბამისად, სარეალიზაციო ფასის შემცირებაში“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნას დაამტკიცებს. კომისიამ სამი თვის განმავლობაში, შეხვედრები 80-ზე მეტ კომპანიასთან გამართა.
სხვა სიახლეები
პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციას დაესწრნენ
20.10.2026.21:04
საქართველოს პარლამენტის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის საქმიანობისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ.
როგორც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას გაზრდის.
მისივე თქმით, კორპორაცია მცირე და საშუალო ბიზნესს სასესხო და სააქციო კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობასა და ბიზნეს ოპერირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მანვე აღნიშნა, რომ კორპორაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ეკონომიკის სექტორების მოდერნიზაციაზე გაამახვილებს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.