მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

ძალიან კარგად მესმის ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს - სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას | კახა კალაძე

news image
mbc image

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია, რადგან გამტარუნარიანობის გაზრდა, ე.წ. გამოწვეული მოთხოვნის პრინციპით, ავტომობილების დამატებით ნაკადებს იზიდავს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეოჩართვაში განაცხადა და მაგალითებად გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძი და აღმაშენებლის ხეივანი დაასახელა.

„გმირთა მოედნის სატრანსპორტო კვანძზე არსებული ესტაკადების მიუხედავად, ავტომობილების გაზრდილი ნაკადის პირობებში მოძრაობა კვლავ ფერხდება. აღმაშენებლის ხეივანზეც კარგად ჩანს, როგორ შეიძლება ფართო გზიდან შედარებით შეზღუდული გამტარუნარიანობის მონაკვეთზე გადასვლამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს. ჩვენ ვერ გავაფართოებთ ქალაქის ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს იმისთვის, რომ ავტომობილების მუდმივად მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ უნდა აშენდეს. სადაც კონკრეტული პროექტი აუცილებელ სატრანსპორტო კავშირს ქმნის და მისი ეფექტიანობა შესაბამისი კვლევებით დასტურდება, ასეთი პროექტები უნდა განვიხილოთ, მაგრამ მხოლოდ ესტაკადებითა და გზების გაფართოებით თბილისის საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არა უსასრულოდ მეტი ავტომობილის გატარება, არამედ მეტი ადამიანის სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილებაა, რის გამოც მუნიციპალიტეტის უმთავრეს პრიორიტეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, მერის ინფორმაციით, 2017 წლიდან დედაქალაქში სრულად განახლდა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი და ამჟამად მგზავრებს 1 059 თანამედროვე ავტობუსი და 1 000 მიკროავტობუსი ემსახურება. დამატებით 200 ავტობუსის შესაძენად მოლაპარაკებები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს, პარალელურად კი ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელის შეკვრა იგეგმება.

„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ეტაპობრივად შეიკრას ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელი, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს სწრაფად და პროგნოზირებად დროში. გრძელდება მეტროს მოდერნიზაციაც. იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ხოლო ჩინეთიდან ეტაპობრივად უნდა მივიღოთ 111 ახალი ვაგონი, რომლითაც 25 მატარებელი ჩანაცვლდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, დაწყებულია ტრამვაის პროექტის განხორციელების პროცესი, რომელიც დიდ დიღომს მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. მიმდინარეობს საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და შესაბამისი სამუშაოები დედაქალაქის შემოვლითი გზების პროექტთან დაკავშირებით.

„გვინდა, რომ მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩიოს არა იმიტომ, რომ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ავუკრძალეთ, არამედ იმიტომ, რომ ავტობუსით, მეტროთი ან ტრამვაით მგზავრობა მისთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და საიმედო იქნება. კარგად გვესმის, რომ გადაადგილების ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევების შეცვლა მარტივი არ არის. არც ის გვგონია, რომ ერთ დღეში, ერთი ახალი ავტობუსით, ერთი ზოლით ან ერთი რეაბილიტირებული ქუჩით თბილისის სატრანსპორტო პრობლემები მოგვარდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოითხოვს თანმიმდევრულ მუშაობას, სწორ დაგეგმვას და საზოგადოების ჩართულობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია არსებულ გამოწვევებს ხედავს და მათი მოგვარების გზებზე მუდმივად მუშაობს.

„ერთი რამ ცხადია - თუ დღეს მხოლოდ დროებითი კომფორტისთვის უარს ვიტყვით აუცილებელ ცვლილებებზე, ხვალ გაცილებით უფრო რთული სატრანსპორტო პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. მინდა, თითოეულ თბილისელს ვუთხრა - ძალიან კარგად მესმის თქვენი ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. პირიქით, ვხედავთ პრობლემებს და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ახალი გზების, ავტობუსის ზოლების, მეტროსადგურებისა თუ სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. ვმუშაობთ, რომ ყველა ამ მიმართულებით მოვაწესრიგოთ ქალაქში არსებული ვითარება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

17.11.2026.14:51

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარდგენილი „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)" განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სესხის გამოყოფას, რომლის მოცულობა 158, 424310 ევროა, ხოლო სესხის ხანგრძლივობა 25 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 10 წელი.

პროექტის მიზანია საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობა – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე, ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და გურჯაანიდან თელავამდე.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა