მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7248.6
-0.0068
flag
AZN 1.5702
-0.0009
flag
CNY 39.444
0.0054
flag
EUR 3.1079
0.0076
flag
GBP 3.5803
0.0041
flag
KZT 54.79
-0.0038
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6693
-0.0015
news banner

ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს -"ავერსის" დამფუძნებელი მედიკამენტების ფასებზე

news image
mbc image

ფასების შემცირება პროდუქტებზე, წამლებზე და საწვავზე - პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის, საკოორდინაციო კომისიის წევრების, სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა.

ეს იყო რიგით მეხუთე სხდომა. მანამდე უკვე გაიმართა შეხვედრები ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებსა და მეწარმეებთან. გაკეთდა განცხადება, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და ფასების რეგულირების სივრცე არსებობს.

პარალელურად, მომდევნო კვირიდან იქმნება სპეციალური კომისია პარლამენტში.

შეხვედრასთან დაკავშირებით "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ისაუბრა, რომლის განცხადებითაც, წარადგენენ წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა მედიკამენტების ფასი იყოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი.

"ბიზნესმენების ბუნებრივი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფასნამატით და იაფად გავყიდოთ პროდუქცია, მითუმეტეს მედიკამენტები, რათა მოსახლეობამ შეძლოს მისი შეძენა. თუ ვერ შეიძინა პროდუქცია ადამიანმა, ბიზნესიც ვერ გექნება. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ პირადად მე იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სრული მზადყოფნა შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს," - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება

01.06.2026.11:14

14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა