ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გუდაურში, მთლიანობაში 31 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, გუდაურის სასრიალო გზები მიაღწევს 86 კილომეტრს - პრემიერი
2026 წლის 2 კვარტლის მონაცემებით ასევე რეკორდი დაფიქსირდა ვიზიტების კუთხით, კონკრეტულად, მათ შორის ევროპიდან დაფიქსირდა ზრდა 23.4%, ჩინეთიდაც ვიზიტების ზრდა დაფიქსირდა 16.7%, შუა აზიიდან 3.1%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში უზრუნველყო მთლიანობაში ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება.
„წლევანდელ წელს იყო უამრავი გამოწვევა, რაც არსებითად იყო განპირობებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება. 2026 წლის 2 კვარტლის მონაცემებით ასევე რეკორდი დაფიქსირდა ვიზიტების კუთხით, კონკრეტულად, მათ შორის ევროპიდან დაფიქსირდა ზრდა 23.4%, ჩინეთიდაც ვიზიტების ზრდა დაფიქსირდა 16.7%, შუა აზიიდან 3.1%, რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო მთლიანობაში ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნება", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სამთო-სათხილამურო კურორტებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე.
„ტურიზმზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამთო-სათხილამურო კურორტები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გუდაურში, რაზეც მთავრობის წინა სხდომაზე ვისაუბრე. მთლიანობაში 31 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. საუბარია ხელოვნური გათოვლიანების სისტემაზე, მოეწყობა ახალი საბაგირო გზები, მოძრავი ხალიჩა, ახალი სასრიალო ტრასები, ჯამურად 6 კმ სიგრძის. მთლიანობაში გუდაურის სასრიალო გზები მიაღწევს 86 კილომეტრს. გუდაურის ახალი ტრასა ღამის განათებით აღიჭურვება", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები

07.10.2026.12:11