მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია, ეკონომიკურ წინსვლას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი და მომავალშიც ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკურ წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ წარადგინა სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს 10 თვიან პერიოდს. 
წარმოგიდგენთ სამთავრობო პროგრამას, რომელიც მოიცავს ათ თვიან პერიოდს გასაგებ მიზეზთა გამო. ოქტომბერში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე მომზადდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და პარლამენტის შეკრების შემდეგ წარმოგიდგენთ უკვე ახალ, ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას, სადაც იქნება გაწერილი ახალი ინიციატივები, რომლებიც სწორედ ჩვენ საარჩევნო პროგრამას დაეფუძნება. საუბარია არსებითად იმ ღონისძიებების, ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე, რომელიც თავის დროზე, 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში გვქონდა გაწერილი და რომელიც გაიწერა 2021 წლის სამთავრობო პროგრამაში“  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესების შესაძლებლობა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გასული 10 წლის განმავლობაში გამოვიარეთ ორი ურთულესი კრიზისი - ეს იყო 2015-16 წლების კრიზისი,  მათ შორის სავალუტო კრიზისი, ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი 2020-21 წლებში და საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ კრიზისების ფონზე მოვახერხეთ პრობლემების დაძლევა და განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა ამ სამი წლის განმავლობაში და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესების შესაძლებლობა. მათ შორის, რადიკალურად შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი, თუ 2020 წლისთვის საგარეო ვალი იყო 60%-ზე მეტი, 39,5 %-მდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ასევე ბიუჯეტის  დეფიციტი 9,3 % - დან შემცირდა 2,5%-მდე; 5%-ს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე 1%-ზე ნაკლებია ბოლო რვა თვის ინფლაციის მაჩვენებელი. ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს ოპტიმალური მაჩვენებლები, ეკონომიკური, ფისკალური მაჩვენებლები და რა თქმა უნდა, მაქსიმალური აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ეკონომიკური განვითარების ტემპი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის კონკრეტული ღონისძიებები  უნდა გატარდეს. უკვე დაწყებულია კონკრეტული ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ეკონომიკის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი საკითხია. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. საქმე ეხება გზებს, საავიაციო ტრანსპორტს, რკინიგზას, კომუნიკაციებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის - ირაკლი კობახიძე

27.11.2026.23:22

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა